საზოგადოება “ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, ანი ჩირაძის მიერ სავარაუდოდ, პატრულის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს 2019, 1 მარტი, 15:21 თბილისის საქლაქო სასამართლოში ამ წუთებში "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა. თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოჰყვა“. „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს. 365 2-ს მოსწონს
|