x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორც მიიყვანა საზოგადოებამ თვითმკვლელობამდე ქალი
image

როგორც ჩანს, რამდენიმე წამი დასჭირდა ტიციანა კარტონეს, ის ყველა მოვლენა გაეაზრებინა, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.



2016 წლის აპრილში 31 წლის ტიციანამ მუნიანო-დი- ნაპოლიდად(ნეაპოლის გარეუბანი, იტალია) სექსუალური ხასიათის საკუთარი ვიდეოები 5 ადამიანს გაუგზავნა WhatsApp-ით. ერთ-ერთი იყო მისი ბოიფრენდი სერჟიო დი პალო, რომელთანაც ჰქონდა საკმაოდ სტაბილური ურთიერთობა.


ვიდეოებში ქალს სხვადასხვა მამაკაცებთან ჰქონდა სექსი.



მალე ეს ვიდოკლიპები გავრცელდა სოციალურ ქსელებში და რამდენიმე პორნო-საიტზეც დაიდო.

image

თვითონ ფიზიკური მოქმედება არაფრით გამორჩეოდა სხვა ანალოგიური ვიდეოებისგან, თუმცა ერთ-ერთ ვიდეოში ტიციანის წარმოთქმული ფრაზა:"იღებ?ძალიან კარგი"..


ასეთი სიტყვები შეიძლება წარმოთქვას ახალგაზრდა უკომპლექსო გოგონამ, რომელსაც მოსწონს, რომ ვიდეოს უღებენ სექსის დროს, თითქოს ეს ფრაზა მაყურებლებს აძლევდა ყურების უფლებას: რადგან თვითონ მოსწონს რომ უღებენ, ე.ი. იმის წინააღმდეგიც არ იქნება, რომ უყურონ.

image

მალე იტალიურმა საზოგადოებამ აიტაცა ეს ფრაზა, რომელიც მემად იქცა, ტიციანა მაისურებზე და პაროდიულ ვებ-გვერდებზე გამოსახეს.


როგორც ჩანს, არავის აღელვებდა ტიციანას ბედი, რას ფიქრობდა თავად - მას ხომ ასე მოსწონს ეს პროცესი, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად იყო...

გულგატეხილი ტიციანა კანტონე საშინელ ხასიათზე იყო.


"ჩვენ არასდროს გვილაპარაკია ამ ვიდეოზე - აღნიშნავს მისი მეგობარი ტერეზა. -მე არ მქონდა ნანახი და არც სურვილი გამჩენია, თუმცა ვხვდებოდი, რომ ძალიან იტანჯებოდა, მიუხედავად ამისა, თავი მედგრად ეჭირა".


ტიციანამ გადაწყვიტა ბრძოლა დაეწყო, მაგრამ ინტერნეტიდან ვიდეოების წაშლა არც ისე ადვილი გამოდგა.


ამის შემდეგ ტიციანამ მიმართა სასამართლოს საჩივრით, რომ ვიდეოები მისი თანხმობის გარეშე იყო გავრცელებული ინტერნეტში, თუმცა ამ დროისთვის მისთვის ნორმალური ცხოვრება უკვე დამთავრებული იყო.

image

"მას ქუჩაში გამოსვლაც კი არ უნდოდა, რადგან ხალხი მას ცნობდა, მაშინ მიხვდა, რომ ვირტუალური და რეალური სამყარო იდენტური იყო, რაღაც მომენტში გააცნობიერა, რომ მისი მომავალი ქმარი და შვილები ნახავდნენ ოდესღაც ამ ვიდეოს, რომ ის არასდროს არ გაქრება"-ამბობს ტერეზა.

ტიციანა დედის სახლში გადავიდა საცხოვრებლად წყნარ ქუჩაზე ნეაპოლის გარეუბანში მუნიანო-დი-ნაპოლში.

image

ტიციანა დედასთან ცხოვრობდა, უსმენდა იტალიურ მუსიკას, კითხულობდა რომანებს და უკრავდა პიანინოზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ინტიმური ვიდეოები ინტერნეტით გავრცელდა ძალზე გულჩათხრობილი გახდა.


"მისი ცხოვრება ყველას თვალწინ დაინგრა-აღნიშნა ტიციანას დედამ მარია ტერეზამ-ხალხი მას დასცინოდა, მის პაროდირებას აკეთებდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ."


2016 წლის სექტემბერში ნეაპოლის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, წაშლილიყო რამდენიმე ვეს-საიტიდან და ძებნის ველიდან მისი ყველა ვიდეო, თუმცა ერთდროულად სასამართლომ ტერეზას დააკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება-20 000 ევრო.


ეს უკვე ბოლო წერტილი იყო.

2016 წლის 13 სექტემბერს მარია ტერეზა სამსახურში იყო, როდესაც გაისმა ტელეფონის ზარი, თხოვდნენ სასწრაფოდ სახლში მისულიყო.

image

"როდესაც სახლს მივუახლოვდი, დავინახე პოლიცია, სასწრაფო დამხარება და ყველაფერს მივხვდი, მეზობლები მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას არ მაძლევდნენ, გულის წასვლამდე მივედი...მე ისიც კი ვერ შევძელი უკანასკნელად მენახა ჩემი გოგო, მის სიკვდილთან ერთად ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა"-ამბობს ტერეზა.

ტიციანა თეთრ კუბოთი დამარხეს, რაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადეს, რომ ჩვენ ვემშვიდობებით "ულამაზეს, სანდომიან, ნაზ ანგელოზს"

image



ამ ამბის შემდეგ იტალიაში მკვეთრად შეიცვალა განწყობა და ტონალობა პორნოგრაფიასთან და პირად ცხოვრებასთან მიმართებაში.


ამასთანავე ტიციანას ამბავი არის მაგალითი ყველა იმათთვის, ვინც აპირებს ინტერნეტში განათავსოს საკუთარი ინტიმური ვიდეო ან ფოტო.

0
592
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0