გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიაზე: იქ მუშაობენ ექსპერტები აშშ-ს შეიარაღებული ძალებიდან და გაუგებარია რას აკეთებენ ისინი იქ
ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობით კვლავ შეშფოთებულია რუსეთი კერძოდ, იქ აშშ-ს არმიის ექსპერტების მუშაობით.
ეს განაცხადი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლთან, ზურაბ აბაშიძესთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა .როგორც РИА Новости - იუწყება, რუსეთის პოზიცია ლუგარის ლაბორატორიასთან კვლავ უცვლელია.
"ასე მოხდა, რომ ამჯერად თბილისთან ახლოს მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე ჩემს ქართველ პარტნიორთან არ მისაუბრია მაგრამ ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის პოზიცია უცვლელი რჩება, ლაბორატორიული საქმიანობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს კარგად არის ცნობილი ქართულ მხარესთვის, ლუგარის ლაბორატორიის ნამდვილი მიზნების შესახებ ეჭვები მხოლოდ იზრდება. უფრო მეტიც, როგორც ერთხელ ვთქვით, იქ მუშაობენ ექსპერტები აშშ-ს შეიარაღებული ძალებიდან და გაუგებარია რას აკეთებენ ისინი იქ ", - აღნიშნა კარასინმა.