x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135913
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
13 შესანიშნავი ფაქტი თქვენი ბავშვის განვითარებაზე
image


იცოდით თუ არა, რომ ბავშვები ასამმაგებენ თავიანთ წონას ცხოვრების პირველ წელიწადს? იცოდით, რომ ბავშვი თავის გონებას პირველი 5 წლის განმავლობაში უფრო ავითარებენ ვიდრე სიცოცხლის დარჩენილ პერიოდში? სწორედ ეს სტატია მოგიყვებათ ამ და სხვა ფაქტებზე

  • ბავშვებს ესმით თქვენი საუბარი იქამდე, სანამ ისინი დაიწყებენ ლაპარაკს
  • დედებს უყვართ ბავშვებთან საუბარი და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ამ ეტაპზე იღებენ სიტყვების მარაგს. როცა მათი საუბარი მხოლოდ ბგერებისაგან შედგება, შეუძლიათ გაიგონ 70 სიტყვამდე, ამიტომ აუცილებელია მშობლებმა ისაუბრონ მათ შვილებთან, რათა გაუმარტივდეთ საუბრის დაწყება.

  • სკოლამდელ ასაკში თქვენი შვილი საკუთარი თავის აღქმას იწყებს, როგორც იდივიდის
    ყველას გაგვიგია ბავშვებისგან ფრაზა „ჩემია“, როდესაც ის თავის სათამაშოს იბრუნებს თავისი მეგობრისაგან. ეს სასიამოვნო პროცესია, რადგან მან უკვე იცის, რომ ის სხვა ადამიანია, ინდივიდია და სეპარაციას ახდენს სხვა ადამიანებისაგან. ეს ფაქტი დადებითად აისახება მის კოგნიტურ განვითარებაზე.
  • საშუალოდ, ბავშვი თავისი ცხოვრების პირველ წელიწადს ასამმაგებს თავის წონას
    მაშინ, როდესაც ბავშვებს ძინავთ, ისინი იზრდებიან. ეს პროცესი რომ მიმდინარეობდეს ცხოვრების ბოლომდე, 20 წლის ასაკში საშუალოდ 315 ფუნტი ვიქნებოდით.
  • მუცლად ყოფნის დროს თქვენს ბავშვებს შეუძლიათ წყალში სუნთქვა
  • ბავშვი სუნთქვას 28-ე კვირას იწყებს, მათი ფილტვები არ იღებს არანაირ ოქსიგენს, ისინი უბრალოდ იწყებენ განვითარებას. როდესაც იბადებიან, უკვე იწყება ფილტვების ამოქმედება.

  • 1 წლის ბავშვების უმრავლესობა არის ერთდროულად მემარჯვენეც და მემარცხენეც

  • ბავშვებთა უმეტესობა 2 ან 3 წლის ასაკში ანიჭებს ერთ ხელს უპირატესობას და ის ხდება წარმმართველი. 90% მარჯვენას ირჩევს.

  • 2 წლის ბავშვებს აქვთ მოზრდილებზე 2ჯერ მეტი ნერვული ბმები
    2 წლის ბავშვებს აქვთ 100 ტრილიონი სინაფსი და ნერვული დაბოლოებები. ეს ყველაზე მეტია, რაც კი შეიძლება ჰქონდეთ მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ამიტომ, მშობლებო, მიეცით ბავშვებს ინფორმაცია და შესაძლებლობა აითვისონ გარემო, რადგან ამ ასაკში მათი გონება ყველაზე აქტიურ პროცესებშია ჩართული.
  • თქვენს შვილებს სავარაუდოდ არ ემახსოვრებათ არაფერი 3 წლამდე
  • თქვენ შესაძლოა კარგი მოგონებების შექმნის მიზნით ბავშვებს ბევრ სათავგადასავლო დღეს უწყობთ, დაგყავთ დისნეილენდში, იხდით უამრავ თანხას, მაგრამ ეს მათ მეხსიერებაში არ ინახება. 3 წლამდე, ბავშების მეხსიერება არ არის სრულად ოპერაციული, რასაც ის სწავლობს და რასაც ამ პერიოდში აღიქვამს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მის განვითარებაზე, თუმცა მის მეხსიერებაში ეს პროცესები არ ინახება.

  • თქვენი სკოლამდენი ასაკის ბავშვი როცა თვალებზე ხელს იფარებს, მას ჰგონია, რომ სხვები ვერ ხედავენ
  • ბავშვები, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ვერ ხედავენ სხვებს ახვეული თვალებით, ვერ წარმოიდგენენ თავს სხვის ადგილზე. შესაბამისად, გონიათ, რომ ამ ხერხით კარგად იმალებიან.

  • ბავშვები მუცლად ყოფნის პერიოდში გაღიზიანებას გამოხატავენ
  • როდესაც გარედან ხმაური ან მოულოდნელი ხმები ესმით მუცლად მყოფ ბავშვებს, ისინი რეფლექსის სახით რეაციას გამოხატავენ. ეს მათი გონების განვითარებაზე მიუთითებს.

  • დაბადებისას, ბავშვის მხედველობა დაბინდულია
  • დაბადებისას ისინი ხედავენ 20/2400, ამიტომ ამ დროს აუცილებელია მასთან სიახლოვე და საუბარი. მას უყვარს მუდმივად ახალი საგნების დანახვა. 6 თვის ასაკში ბავშვის მხედველობა ბოლომდე ჩამოყალიბებულია.

  • თქვენს ბავშვებს შეუძლიათ იგრძნონ იმის სუნი, რასაც თქვენ გრძნობთ
  • ბავშვების ყნოსვა იმ ამნიოტიკური სითხისგანაა გამოწვეული, რომელშიც ის არის. მესამე სემესტრში მათი ეს შეგრძნება უფრო განვითარებულია.

  • თქვენი ბავშვები ვერ გრძნობენ მარილის გემოს 4 თვემდე
  • ბავშვები 7 წლის ასაკში იწყებენ ინფორმაციის ორგანიზებას გონებაში
    უკვე მოზრდილი ბავშვები 6 წლის შემდეგ იწყებენ სტრატეგიების შემუშავებას, თუ როგორ არის მათთვის უმჯობესი ინფორმაციის დამახსოვრება.





  • 0
    10
    შეფასება არ არის
    ავტორი:ეთუნა ქობალია
    ეთუნა ქობალია
    10
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0