განათლება მოსწავლეებმა 53 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს და კომპანიებს გადასცეს 2019, 27 თებერვალი, 18:02
მოსწავლეებმა 53 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს და კომპანიებს გადასცეს გადასამუშავებლად. პროექტი CENN, USAID ის ფინანსური თანადგომით საქართველოს სამ რეგიონში კახეთში, აჭარაში და შიდა ქართლში და თბილისში განხორციელდა . მისი მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ასევე ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების ხელშეწყობა.
პროექტში 135 სკოლა მონაწილეობდა. შეგროვებული ქაღალდის ნარჩენი რაოდენობის მიხედვით, 7 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა . და მათ წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, მადლობა გადაუხადა წარმატებული მონაწილეობისთვის და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
14 1-ს მოსწონს
|