x
image
ვიზა კოხაძე
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული კეტოდიეტა, რომლითაც ჰოლივუდის ვარსკვლავები წონაში მომენტალურად იკლებენ

imageრას ნიშნავს კეტონები? ეს არის ორგანული ნაერთები; მათი მოლეკულები შეიცავს ე. წ. კარბონილურ ჯგუფს, რომელიც დაკავშირებულია ორ ნახშირწყალბადოვან რადიკალთან.ეს იმას ნიშნავს, რომ კეტოდიეტისას თავი უნდა აარიდოთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შაქარს შეიცავს.
კეტოდიეტისას აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს წყალი, ყავა და ჩაიც შესაძლებელია, მაგრად ის აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს. კეტოდიეტის დროს არ არის რეკომენდებული ისეთი სახის ცხიმების მიღება, როგორებიცაა მაიონეზი, სალათის სოუსები, სოიას ზეთი, სიმინდის ზეთი და მზესუმზირის ზეთი, რადგან ეს ცხიმები უზომოდ შეიცავს ომეგა 6, რომელიც ადვილი შესაძლებელი, ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზი იყოს. ანუ რა ცხიმები უნდა მივირთვათ კეტოდიეტის დროს; - ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი, კარაქი, ავოკადო და ყველი.


image

Keto SnacksKeto drinks20 and 50 grams of carbs in different waysKeto Fats & Sauces

ყველასთვის ცნობილი კეტოდიეტა დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა. ამ დიეტის დროს სხეულში ეფექტურად იწვება ზედმეტი ცხიმები. კეტოდიეტის დაცვის შედეგად უამრავმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ თავზე წონის კლება. ინტერნეტში უამრავი სტატია გამოქვეყნდა, თუ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ და რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ, რათა დიეტა უფრო ეფექტური იყოს.კეტოდიეტის სახელი უკავშირდება იმ ნივთიერებას, რომელიც ამ დიეტის დაცვისას ორგანიზმში გამომუშავდება. კეტონები ორგანიზმის ენერგიის ალტერნატიული წყაროა და სწორედ მაშინ გამოიყენება, როცა ორგანიზმში გლუკოზის დონე მცირდება. imageღვიძლი კეტონებს ცხიმებიდან წარმოქმნის. წარმოქმნილი კეტონები ორგანიზმისთვის და განსაკუთრებულად ტვინისთვის ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
ტვინი - ყველაზე „მშიერი“ ორგანო, ორგანიზმში არსებული ენერგიის უმეტეს ნაწილს გამოიყენებს და მას ცხიმებზე მუშაობა არ შეუძლია, ის მხოლოდ გლუკოზის ან კეტონების საშუალებით მუშაობს.
კეტოდიეტის მთავარი მიზანი ნახშირწყლების შემცირებაა. მათი უკმარისობის დროს, ორგანიზმი ცხიმების დაწვას იწყებს, რის ხარჯზეც ზედმეტი კილოგრამები ქრება, კუნთის მასა კი არ ზიანდება. imageimageრა უნდა მივირთვათ კეტოდიეტისას?ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომელი ცხიმები არაა რეკომენდებული, ახლა, რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალს, ესენია ძირითადად ბუნებრივი ცხიმები: ზეითუნის ზეთი, კარაქი, ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე კვერცხი, ყველი და ბოსტნეული, რომელიც მიწის ზემოთ იზრდება. imageimageრაც უფრო მეტად შეამცირებთ ორგანიზმში ნახშირწყლების რაოდენობას, მით უფრო ეფექტურად იმუშავებს დიეტაც.
კეტოდიეტის დაცვისას უნდა აარიდოთ თავი სხვადასხვა პროდუქტის მიღებას, მათ შორისაა: გაზიანი სასმელები, ლუდი, კარტოფილი, პასტა, ბრინჯი, პური, ტკბილეულობა.კეტოდიეტისას აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს წყალი, ყავა და ჩაიც შესაძლებელია, მაგრად ის აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს.imageკეტოდიეტა ძალიან პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. მას ხშირად მიმართავს ჰოლი ბერი, გვინეტ პელტროუ, მეგან ფოქსი, ადრიანა ლიმა, ალისია ვიკანდერი, ევა ლონგორია და სხვები.ამის ნათელი მაგალითია ჯენა ჯემესონის გარდასახვა კეტოდიეტით, სადაც მან 40 კგ.დაიკლო.image

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0