x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2 ფაქტი, რომელიც ჰიტლერის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა

გაირკვა, რომ ფიურერის ძარღვებში იმ ადამიანების სისხლი ჩქეფდა, რომლებსაც ჰიტლერი მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ებრძოდა და მათი ამოწყვეტა აკვიატებულ იდეადაც კი ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დნმ-ის ტესტის ჩატარების მიზეზი მისი წარმომავლობის და ფესვების ძიება არ ყოფილა, – საჭირო იყო ერთხელ და სამუდამოდ იმის დადგენა, ჰყავდა თუ არა ჰიტლერს შვილი.


image

ჰიტლერი და მისი შვილიშვილი ფილიპ ლორე


კვლევის ინიციატორი გერმანული გამომცემლობის Knack-ის ჟურნალისტი ჟან-პოლ მალდერსი იყო. მან ისტორიკოსების დახმარებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჰიტლერის 39 ნათესავი მოძებნა და ნერწყვის ნაცხის ნიმუშები შეაგროვა.

კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჰიტლერს მართლაც ჰყავდა შვილი, რომელიც, ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში დაიბადა. როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, «ეს კავშირი ეჭვგარეშეა. Y-ქრომოსომები აბსოლიტურად იდენტურია».

მაგრამ, რადგან მეცნიერებს ასეთი მასალა ჩაუვარდათ ხელში, შესაძლებლობა არ გაუშვეს და ტირანის მოდგმაც შეისწავლეს. ჰიტლერის ნათესავების Y-ქრომოსომის ანალიზის შედეგად (ეს ქრომოსომა მამრობითი ხაზით თაობიდან თაობას გადაეცემა), მათ აღმოაჩინეს ჰაპლოჯგუფი E1b1b, რომელიც პრაქტიკულად, არც გერმანიაში გვხვდება და არც დას. ევროპაში. აღნიშნული ჰაპლოჯგუფის მატარებლები არიან ებრაელები და ანალოგიური დნმ გვხვდება მაროკოს, ალჟირის და ტუნისის მოსახლეობაში.


რაც შეეხება ჰიტლერის შვილს, ჟურნალ Le Point-ის ცნობით, მას ჟან-მარე ლორე ერქვა და ის 1985 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც წყარო იტყობინება, მომავალ ფიურერს, რომელიც I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში იბრძოდა, 1917 წლის ივნისში მოკლე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 16 წლის შარლოტა ლობჟუასთან, რომელიც ლილის დასავლეთით ფურნეს-ინ-ვეპში ცხოვრობდა.

«ერთხელ, სხვა ქალებთან ერთად, ბალახს ვთიბავდი და გერმანელი ჯარისკაცი დავინახეთ, რომელიც რაღაცას ხატავდა. ქალებმა მთხოვეს წავსულიყავი და გამეგო, რა ხდებოდა» – ჰყვებოდა მოგვიანებით შარლოტა.

გერმანელი ჯარისკაცი ჰიტლერი აღმოჩნდა და მან ფრანგული არ იცოდა. სამაგიეროდ, შარლოტამ იცოდა გერმანული და ერთმანეთს მაშინვე გაუგეს... ამ ურთიერთობის შედეგად, 1918 წლის მარტში ჟან-მარე ლორე მოევლინა ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს შარლოტასთან კონტაქტი ბავშვის დაბადების შემდეგაც ჰქონდა, ჟანი შვილად არ აღიარა.

იმ დროს უკანონოდ დაბადებული ბავშვის ცხოვრება ადვილი არ იყო. ისინი გამუდმებით ბულინგის მსხვერპლნი ხდებოდნენ და შეიძლება ამიტომ, შარლოტამ ბავშვი გააშვილა და გვარი ლორე, ჟანმა სწორედ ამის შემდეგ მიიღო. გაშვილების მიუხედავად, შარლოტას ურთიერთობა არ გაუწყვეტია მასთან და ჟანმა იცოდა, რომ ის მისი ბიოლოგიური დედა იყო. თუმცა, როგორც ამბობენ, დედა-შვილს არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

1940 წელს ჟან-მარი ლორე გერმანელებისგან მაჟინოს ხაზს (სასაზღვრო ნაგებობა საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე) იცავდა. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ კი, ფაშიზმთან მებრძოლი წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლი იყო.

ხოლო ის, თუ ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა, შარლოტამ შვილს 1950 წელს, სიკვდილის წინ გაუმხილა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ეს აღარ უნდა განმეორდეს! ოსვენციმის ბებიაქალის ანგარიში

* მესამე რაიხის საიდუმლოებები

* გერმანიამ ომი ნარკოტიკების გამო წააგო. რატომ არ მოკლეს ჰიტლერი 1944 წელს

* სტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)

1
3936
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3936
  
2019, 28 თებერვალი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1