x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135824
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510211
"ფეისბუქიზაციისა" და "ტვიტერიზაციის" საფრთხე
image XXI საუკუნე
სოციალური მედიის ერაა. სოციალური მედიის განვითარება გავლენას
ახდენს კომუნიკაციის განვითარებაზეც.
ინტერნეტმა შექმნა მსოფლიო საზღვრების გარეშე და ადამიანთა უმრავლესობისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ინტერნეტის მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა დედამიწის
მთელი მოსახლეობის 30%- ს შეადგენს. ადამიანები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ ქსელებზე ატარებენ.სოციალური ქსელებით რეალური კომუნიკაციის ჩანაცვლებასთან
ერთად იცვლება ადამიანთა ცხოვრების სტილი და მათი შეხედულებები. სოციალური მედია ღრმად არის შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში დღესდღეობით "ტვიტერიზაცია" და "ფეისბუქიზაცია" მასობრივი მოვლენაა.

image



















"Twitter", "Facebook" და "Google+" ადამიანთა უმრავლესობისთვის უბრალოდ სოციალური ქსელის დასახელება კი არა, მთელი ცხოვრების აზრია, ეს არის ინფორმაციის მიღება-გავრცელების, თვითრეალიზებისა და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება, ურთიერთობის თავისებური ხერხი. სამწუხაროდ, ადამიანები იმდენად ხდებიან მიჯაჭვული სოციალურ ქსელებზე, რომ ხშირად რეალობის შეგრძნებას კარგავენ და ყველაფერი ვირტუალურ სამყაროში გადააქვთ. მათი ცხოვრება მიედინება გლობალურ ქსელში, სადაც დღითიდღე უფრო მეტ ინფორმაციას ტოვებენ ეკრანს გარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ.

შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ დროის დიდი ნაწილი, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში ვატარებთ არანაირად არ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. სოციალური ქსელების ფსიქოლოგიურ გავლენაზე საუბრისას მეცნიერების ყურადღება რამდენიმე ფაქტორმა მიიპყრო, ესენია: ყურადღების კონცენტრაცია, კონტაქტურობა და ფოკუსირების
უნარი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც პრაქტიკულად
ყველას აღენიშნება არის ყურადღების დეფიციტი. საშუალო დრო, რომლის მანძილზეც პიროვნებას ყურადღების ერთი მიმართულებით კონცენტრირება შეუძლია არის 5 წამი, 10 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 12 წუთს უდრიდა.
ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს ხარჯავს იმაში, რომ საათობით ზის "ფეისბუქზე", ათვალიერებს ფოტოებს, სიახლეების ლენტას,


აკვირდება როგორ მიედინება თავის მეგობრების, ახლობლებისა თუ კოლეგების ცხოვრება. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ოფისის მუშა 1 საათში საშუალოდ 30-40-ჯერ ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, 500 000 ყოველდღიურად კითხულობს "ტვიტერს" და წელიწადში 700 მილიარდ წუთს ატარებს "ფეისბუქზე". რომ შევაჯამოთ მთლიანად ინტერნეტში გატარებული დრო ფანტასტიკურ რიცხვს მივიღებთ, დაკარგულ დროს კი, სამწუხაროდ,
უკან ვერ დავაბრუნებთ.

"მოკლევადიანი" ყურადღების ეფექტი იმაშიც ვლინდება, რომ ადამიანთა 25%-ს ავიწყდება მეგობრებისა და ახლობლების სახელები, 7% დროდადრო ვერ იხსენებს საკუთარ დაბადების თარიღს. ეს პრობლემა უარყოფითად მოქმედებს წარმოებაზე, დიდ ბრიტანეთში გასულ წელს, უყურადღებობის გამო სახელმწიფომ 1, 6 მილიარდი ევრო იზარალა.

ქცევისა და ფსიქიკის ცვლილებების გარდა სოციალური ქსელები
ქიმიურ დონეზეც კი იწვევს მიჯაჭვულობას.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ სოციალური ქსელების მოხმარებისას ადამიანის ორგანიზმში
იგივე ჰორმონები გამოიყოფა, რაც მეგობრებსა და ახლობლებთან ურთიერთობისას რეალურ ცხოვრებაში. ალბათ, ჰორმონალური მიჯაჭვულობის გამოა, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს, რომელსაც აღარ აქვს ინტერნეტთან 24 საათიანი წვდომა ფანტომური სატელეფონო რეკვები აღენიშნება, უჩნდება მეილის შემოწმების მანიაკალური სურვილი და ა. შ.

image



















ვირტუალური სამყარო აუფერულებს ადამიანთა ურთიერთობებს
რეალურ ცხოვრებაში, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ გარკვეული ჯგუფი ამბობს, რომ სამყარო მუდმივად ვითარდება,
პროგრესი არ დგას ერთ ადგილას და იგივე წერილები, რომლებიც ადრე ადრესატთან მისვლას რამდენიმე კვირას უნდებოდა დღეს რამდენიმე წამში მოდის "ფეისბუქისა" თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამგვარად, ინფრომაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა და გაიზარდა ადამიანთა მობილურობაც.

პრობლემის ანალიზისას, შეიძლება კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ

მომენტს შევეხოთ. ყველას აქვს რაღაც კომპლექსი, იქნება ეს სიმორცხვე, ჩაკეტილობა თუ სხვა.. როდესაც ადამიანი საკუთარი კომპიუტერიდან შედის სოციალურ ქსელში ხდება უფრო გახსნილი, თავისუფლდება კომპლექსებისგან, შეუძლია ახალი იდეების ჩამოყალიბება, საკუთარი აზრის გაზიარება, ახალი კონტაქტების დამყარება..
სოციალური ქსელების კიდევ ერთ დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ, როდესაც ადამიანი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდება, მას დასვენება სჭირდება,
სოციალური ქსელში კი განტვირთვა შეიძლება, იქნება ეს ონლაინ-დებატები თუ მხიარული საუბარი მეგობართან.

სოცაილური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ბოლომდე არაა გამოკველეული, თუმცა, საჭირო არ არის მეცნიერთა მოსაზრებები ვიცოდეთ, საკმარისია, საკუთარ თავს დაუკვირდეთ და აქედან
გამომდინარე გააკეთოთ დასკვნები, რამდენ დროს ატარებთ საყვარელ სოციალურ ქსელზე? ვირტუალურმა სამყარომ ჩაანაცვლა რეალური ურთიერთობები თუ პირიქით, ხელს გიწყობთ ახალი ნაცნობების შეძენაში?


0
88
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაიკო
მაიკო
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0