საზოგადოება ნახეთ, რა პირობებში მზადდებოდა ნახევარფაბრიკატები “მადა”-ს საწარმოში (ფოტოები) 2019, 26 თებერვალი, 17:21 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა.
ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს. ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს „მადას“ იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია - დიდი დიღომი, ნაკვეთი N8. აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი. 528 შეფასება არ არის
|