x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შვედეთში მალე ავტობუსები მძღოლის გარეშე ივლის

image
კომპანია
Scania სულ მალე ავტონომიურ ავტობუსებს გაუშვებს რეისებზე და ეს არ გეგონოთ პატარა "ბუსები", არამედ რეგულარული საქალაქო ელექტროავტობუსები, სადაც 80 მგზავრი ეტევა.


"დღეისთვის ტექნოლოგია იმ დონეზეა დახვეწილი, რომ უკვე შესაძლებელია დავიწყოთ გამოცდები რეალურ პირობებში საზოგადოებრივ გზებზე, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი"-განაცხადა ავტობუსი Scania-ს პროექტის ხელმძღვანელმა კერინ როდსტრემმა.


ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდება, ჯერჯერობით სამარშრუტო ავტობუსი ივლის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რა დროსაც 4 გაჩერება ექნება, თუ ყველაფერი რიგზე იქნება, დაიწყება მეორე ეტაპი, უპილოტო ელექტროავტობუსი უკვე მგზავრებთან ერთად ივლის, თუმცა ავტობუსს ეყოლება მძღოლი-კონტროლიორი, რომელიც ავტოპილოტს გააკონტროლებს და თუ საჭიროება იქნება მის კორექტირებასაც მოახდენს.



"ეს გამოცდა გარანტიას მოგვცემს უფრო ღრმად შევიცნოთ ავტონომიური ავტობუსების ექსპლუატაციის ყველა ასპექტი, რა დროსაც საბოლოოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს"-განაცხადა Nobina Sweden-ის დირექტორმა ჰენრიკ დაგნესმა.




1
113
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
2019, 26 თებერვალი, 19:28
ვერ გავიგე, თუ მძღოლი არ იქნება, უფრო მეტ მგზავრს როგორ გადაიყვანს ავტობუსი? ანუ ზედმეტად 3-4 კაცის გადაყვანის გამო, 30 კაცს საფრთხე უნდა შეუქმნან?
0 1 1