სხვა მკვლევარებმა შუაგულ ჯუნგლებში მკვდარი ვეშაპი იპოვეს და ახლა ისინი გამოცანის წინაშე დგანან 2019, 25 თებერვალი, 22:37
რა შეიძლება იპოვო ჯუნგლებში? ჟანგიანი ტრაქტორი? მაუგლის ყელსაბამი? ტარზანის ქოხი? გორილები და შიმპანზეები? ფერად-ფერადი თუთიყუშები?
რაც მეცნიერებმა ამაზონის ჯუნგლებში იპოვეს, არც ერთი იყო, არც მეორე, არც მესამე და არც მეექვსე. ეს იყო... ვეშაპი. დიახ. თქვენ წარმოიდგინეთ. აი ზუსტად ის ცხოველი, რომელიც ღია ოკეანეში ბინადრობს და რომელსაც ბანანებთან, მაუგლის ყელსაბამთან, ტარზანის ქოხთან, მაიმუნებთან და თუთიყუშებთან არაფერი ესაქმება. მეცნიერები საგონებელში არიან ჩავარდნილები, როგორ აღმოჩნდა ზღვის 18-მეტრიანი, გიგანტური ცხოველი შუა უსიერ ტყეში. მკვდარი ვეშაპი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოაჩინა ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ბრაზილიურმა ორგანიზაციამ, რომელსაც "Bicho D’agua" ეწოდება. ყველაზე გამაოგნებელი და ამოუხსნელი რაც არის, ვეშაპს სხეულზე ერთი ნაკაწრიც კი არ ეტყობა. არის კიდევ ერთი ძალიან უცნაური რაღაც: ვეშაპები არც მახლობელ ზღვაში არ მოიპოვებიან წელიწადის ამ დროს. 87 შეფასება არ არის
|