სხვა ფერმერმა მოსავლის დასაცავად პორნოვარსკვლავის ბანერი დადგა მინდორში 2019, 25 თებერვალი, 21:49 რას აღარ აკეთებენ ფერმერები თავისი მოსავლის დასაცავად, დაწყებული სპეციალური საშუალებებით და დამთავრებული უბრალო საფრთხობელით. აი, ეს ინდოელი ფერმერი კი საქმე კრეატიულად მიუდგა: მისი აზრით, მოსავალს “ცუდი თვალით" უფუჭებდნენ შორიახლოს ჩავლილი მგზავრები. ამის თავიდან ასაცილებლად მან მინდორში პორნოვარსკვლავის პლაკატები გამოფინა.თავად 45 წლის ფერმერი ყოფილი პორნოვარსკვლავის და აწ უკვე ბოლივუდის მსახიობის სანი ლეონეს ფანი როდი გახლავთ, უბრალოდ, ბიკინებში გამოწყობილი მსახიობის ფოტო, მისი მტკიცებით, კომბოსტოს კარგი მოსავლის მოყვანაში ეხმარება: “ჩემი მინდორი გზასთან ახლოსაა და ყველა, ვინც ჩაივლის, ჩემს კვლებს უყურებს, ამიტომ, მათი ყურადღება რომ გადავიტანო, ეს ბანერები დავდგი."-ამბობს რედი. ფერმერის აზრით, სწორედ ცუდი თვალი გახდა მისი ცუდი მოსავლის მიზეზი. სანი ლეონემ კი თავი მარტოდ რომ არ იგრძნოს, კამპანიას კიმ კარდაშიანის პლაკატიც უწევს. “ადრე თვალისგან დამცავი საფრთხობელა დავდგი, მაგრამ წელს მისი გაკეთება ვეღარ შევძელი და ასეთი იდეა მომივიდა თავში.კომპიუტერულ ცენტრში მივედი და ვთხოვე ფოტო მოეცათ, რომელიც მოსავლიდან ადამიანების ყურადღებას გადაიტანდა. და მათაც ეს მომცეს. ეს ხერხი კარგად მუშაობს, ახლა ჩემს მოსავალს აღარავინ უყურებს"-უხარია ფერმერს. 112 1-ს მოსწონს
|