სხვა მედიცინა შოკშია: რა ამოუვიდა ქალს თავზე? 2019, 26 თებერვალი, 19:43 სამედიცინო სამყაროში უამრავი საოცრებაა მოხდენილი. მსოფლიო მაშტაბით, თითქმის ყოველდღე რაღაც უცნაური ხდება ჩვენს პლანეტაზე. ამჯერად ქალს თავის ქალაზე რქა ამოუვიდა, ამ მოვლენამ მედიცინის დარგში ნამდვილი შოკი გამოიწვია. დეტალებს გაწვდით Unilad -დან.
ლისას ეს სიმსივნური წამონაზარდი ეგონა, თუმცა ექიმის პასუხმა ქალბატონი საკმაოდ დაამშვიდა. მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც ღელავდნენ წამონაზარდის შესახებ, რომელსაც "მარტორქის რქა" უწოდეს. ლისა ქორწილის მოლოდინში იყო, ამიტომ ოპერაცია თავდაპირველად გადადო, თუმცა ტკივილები ძლიერ აწუხებდა: "დღითი-დღე იზრდებოდა, ამას მე ვგრძნობდი, მაგრამ ქორწილის წინა დღეებში ოპერაციის დრო ნამდვილად არ იყო. ხანდახან ისე მტკიოდა, რომ სიმწრისგან ვტიროდი... ქუჩაში გასვლისას თმების ქვეშ ვცდილობდი დამემალა, რათა არავის ენახა... წარმოიდგინეთ რქიან ქალზე ხალხი რას იფიქრებდნენ?!" ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დოქტორ ლის განცხადებით, ეს არ იყო სიმსივნური დაავადება. ლისას "მარტორქის რქის" წამონაზარდი განაპირობა თეთრი სისხლის უჯრედების შემჭირდოვებამ, საიდანაც წარმოიქმნება კანის რქა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<<იხილეთ ასევე>>>>>საფეხბურთო სამყაროს 25 ისტორიული დერბი და საინტერესო დეტალები მათ შესახებ! ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი 54 წელი გავიდა, რაც ის მოკლეს - მალკოლმ X -ის 17 დამაფიქრებელი ფრაზა ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... "საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ უიშვიათესი მოვლენა - ერაყში ქალმა 7 ტყუპი გააჩინა! სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა? 3639 9-ს მოსწონს
|