x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მუშებს ეგონათ, რომ ძაღლი გადაარჩინეს, მაგრამ... ეს თურმე ძაღლი არ ყოფილა
მგელი

სამი მუშა მდინარე სინდიზე მდებარე კაშხალზე მუშაობდა, როცა მათ ყინულში გამომწყვდეული არსება აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად ძაღლი ეგონათ.


მუშებმა ყინულოვანი წყლით გაცურეს ცხოველისკენ, შემდეგ ძალიან დასუსტებული "ძაღლი" აიყვანეს ხელში, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში.


"ცხოველი ძალიან წყნარად იქცეოდა და ავტომანქანაში ჩავსვით თუ არა, მაშინვე ჩაეძინა, " განუცხადა ერთ-ერთმა მუშამ ჟურნალისტებს.



მაგრამ კლინიკაში მიყვანის შემდეგ მუშებს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდათ, რადგან მათ მიერ გადარჩენილი ცხოველი აღმოჩნდა არა ძაღლი არამედ... ჩვეულებრივი გარეული მგელი, ერთი წლის ასაკის.


ესტონეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ, რომელიც საქმეში მოგვიანებით ჩაერთო, განმარტა, თუ რატომ იქცეოდა მგელი ავტომანქანაში ასე წყნარად. ცხოველი ძალიან იყო დასუსტებული და წნევა დაბლა ჰქონდა დავარდნილი, ამიტომ განძრევა არ შეეძლო და რომ არა მამაცი მუშები, მგელი სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა.


ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მგელს ჩიპი ჩაუდგეს, რათა შემდგომში მის ქცევას დააკვირდნენ.


"ბი ბი სი" ავრცელებს ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებას:


"ჩვენ მიხარულები ვართ, რომ ეს ისტორია კეთილად დასრულდა და გვსურს, მის ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ – როგორც ადამიანებს, რომლებმაც მგელი იპოვეს, ასევე ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლებს, რომლებსაც არ შეეშინდათ და იზრუნეს გაყინულ და დაუძლურებულ ცხოველზე."


მგელი ესტონეთის ეროვნული სიმბოლოა. ამიტომ აღნიშნულ ცხოველს ბალტიისპირეთის ამ პატარა სახელმწიფოში ძალიან უფრთხილდებიან.

მგელი

0
526
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0