საზოგადოება გინდათ იცხოვროთ სიბერეში საფრანგეთის მყუდრო პროვინციაში? 2019, 23 თებერვალი, 16:31 გახსოვთ, ალბათ ფილმი "შოკოლადი" და ქალაქი, სადაც სიუჟეტი ვითარდება.ფილმში არის ბევრი ლამაზი კრამიტიანი სახლი, მოპირკეთებული გზები, სიცოცხლე და შოკოლადი! ასევე, გახსოვთ ალბათ ფილმი "სამი მუშკეტერი, " ქალაქს, სადაც არის ფილმი გადაღბული, ქვია ფლავინი-სურ-ოზრენი და მდებარეობს ბურგუნდიაში. სინამდვილეში, იქ ახლა 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ფაქტიურად, არის ძალიან პატარა ქალაქი, შეიძლება ითქვას, სოფელიც კი. ლუარის სანაპიროზე მდებარეობს ციხე-სიმაგრე, საიდანაც გამოდის ქუჩები და შესახვევები პროვინციალურ ქალაქ ამბუაზის, რომელიც ათასხუთას წელს ითვლის. ამ კურთხეულ ადგილას დაახლოებით ცამეტი ათასი ადამიანი ცხოვრობს. თუ ციხე-სიმაგრედან ქალაქს გადახედავ, დაინახავთ, რომ ქალაქი საკმაოდ პატარაა. ქალაქის მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ საზაფხულო კაფეები, სადაც განსაცვიფრებელი დესერტით ემსახურებიან ხალხს. ასევეე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ განცხადებები სახლების გაყიდვის შესახებ, მაგრამ ამბუაზეში სახლები ძალიან ძვირი ღირს. ქალაქ ამბუაზიდან 10 წუთის სავალზე სოფელში ნახავთ ლამაზი სახლებს, სამი ოთახით, კეთილმოწყობილი სამზარეულოთი, ბუხარით, ავტოფარეხით, სარდაფით და რვაასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით.ეს ყველაფერი ღირს 200 ათასი ევრო. სამზარეულო ავეჯით და ტექნიკით, ოთახი ანტრესოლით, ავტოფარეხით, სარდაფით და ავტოსადგომით. ეს ცენტრშია. ასე რომ, მიწის გარეშე, მხოლოდ სახლი ავტოფარეხით და პარკირებით. 182 ათასი ევრო. ორი ოთახი და ავტოფარეხი. უფრო იაფი ვარიანტი. ერთ სართულიანი სახლი გარეუბანში. ბუხრით, კეთილმოწყობილი სამზარეულოთი, ორი ოთახით, აბაზანა, ტუალეტი, სარდაფში ასევე ორი ოთახი, ავტოფარეხის ორმო და მყუდრო ბაღი + 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 148 ათასი ევრო. როგორც ხედავთ, პენსიის ასაკამდე ამ თანხის დაგროვება შეიძლება და ბინის ყიდვა საფრანგეთის სღაპრულ პროვინციაში., მაგრამ პენსია არც თუ ისეთი მაღალია იქ. ასევე, ელექტროენერგია, გადასახადები და ცხოვრება არც ისეთი იაფი. 250 შეფასება არ არის
|