ქალი და მამაკაცი 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია 2019, 23 თებერვალი, 14:50 სიყვარულის გაგება საკმაოდ რთულია, სანამ თავად არ განიცდით. ხშირად სიყვარული სხვა გრძნობებში (ვნება, მიჯაჭვულობა, მადლიერება) გვერევა. ადამიანები, რომლებიც ერთხანს დიდი ხანია არიან, ერთმანეთს ეჩვევიან, მათი ურთიერთობა რუტინა ხდება. და ეს რუტინა სიყვარულის სინონიმი ხდება.
თუმცა, ნამდვილ სიყვარულს ურთიერთობაში ორივე ადამიანი გრძნობს. ქალების მხრიდან, მამაკაცები სიყვარულს წამიერად განსაზღვრავს, ქალებს ხშირად ეჭვი აწუხებთ.
როგორ გამოვიცნოთ სიყვარული მამაკაცის მხრიდან? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი ქცევები. თუმცა სხვა ნიშნებიც არსებობს, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ. მაგ., ბიჭის ტექსტურ შეტყობინებას გოგოს მიმართ მის განზრახვაზე ბევრის თქმა შეუძლია.
აი, 10 ტექსტური შეტყობინება, რომელთაც მამაკაცები უგზავნიან მხოლოდ მათ, ვინც უყვართ, განსაკუთრებით როცა საქმე ურთიერთობის დასაწყისს ეხება.
1.შენით ვამაყობ სიამაყე სიყვარულის ობიექტია. თუ ცხოვრებაში რამე სიამაყის შეგრძნებას გვაიძულებს, დიდი ალბათობით, ამ ადამიანთან ღრმა გრძნობა გაკავშირებთ. სიამაყე ხშირად მიღწეულით კმაყოფილების შეგრძნებას იძლევა. აქედან გამომდინარე, თუ სხვა ადამიანით ამაყობთ, სავარაუდოდ, მის მიღწევებს საკუთარ წარმატებად აღიქვამთ.2.დაუგეგმავი მესიჯი „მენატრები“ მოულოდნელი სასიამოვნო შეტყობინება, მაგ., „მენატრები“, შესანიშნავი ვარიანტია იმის საჩვენებლად, რომ ადამიანი თქვენთვის სულერთი არაა. ისეთი მესიჯები, როგორიცაა „მე შენ მიყვარხარ“ ან „მენატრები“ იმას ამბობს, რომ გამომგზავნი ამ ადამიანზე მთელი დღე ფიქრობდა.3.“რამე შეჭამე?“ ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი ტექსტი. მაგ., წერილის გამომგზავნი შეიძლება მშიერი იყოს. თუმცა ამ შეტყობინებას უფრო ღრმად შეხედეთ. თუ ეს ტექსტი ბიჭმა გამოგიგზავნათ, ვისთანაც ურთიერთობაში იმყოფებით, ეს შეიძლება სიყვარულის ნიშანი იყოს. ასეთი ტექსტი პატარა მეთოდია, რომ მამაკაცმა აჩვენოს ქალს, რომ მასზე ზრუნავს და აწუხებს, მან დროულად მიირთვა თუ არა.4.“სპორტულ დარბაზში წასვლა არ გჭირდება“ მსგავსი შეტყობინება სიყვარულის და სიმპათიის გამოხატვის კიდევ ერთი დადასტურებაა. კიდევ ერთი მეთოდი, რომ ქალს უთხრას, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის. სიყვარული ნიშნავს ადამიანის თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით მიღებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, თეორიულად მამაკაცს გვერდით ლამაზი, მოვლილი და მოხდენილი ქალის ყოლა სურს. თუმცა როგორც კი უყვარდება, თუმცა იდეალური ფიგურა უმნიშვნელო ხდება.5.“მე ვუყურებ ამ ფილმს/ ვკითხულობ ამ წიგნს/ ვუსმენ ამ მუსიკას და ის შენს თავს მახსენებს“ შეყვარებულს ადამიანს ყველაფერი საყვარელ ადამიანს ახსენებს. სწორედ ამიტომ, თუ მამაკაცი ქალს წერს, რომ რომელიმე წიგნი, ფილმი ან სიმღერა მის თავს ახსენებს, სავარაუდოდ, ის შეყვარებულია.6.“შემიძლია დაგირეკო?“ საყვარელი ადამიანის ხმის მოსმენა ყველა შეყვარებულ მამაკაცს სურს. თუ მას თქვენთან საუბარი სურს იმას ნიშნავს, რომ ის მუდმივად თქვენზე ფიქრობს, რომ მუდმივად მის ფიქრებში ხართ და მიმოწერებზე დროის დახარჯვა არ სურს.7.“მოდით დღეს საღამოს დრო ერთად გავატაროთ, მხოლოდ მე და შენ“ რა შეიძლება იყოს ამ ფრაზაზე უცნაური? ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი მოსმენაც ქალს სურს, სიყვარულის სიტყვების შემდეგ.8.“როგორ მინდა რომ ახლა აქ იყო“ თუ მამაკაცს სურს, რომ ქალი მის გვერდით იყოს, სავარაუდოდ, ის უგონოდ შეყვარებულია. სიყვარული გონებას აკონტროლებს და მსგავსი ფრაზის თქმით მამაკაცი აღიარებს, რომ მასზე ფიქრების ცხოვრების ნაწილს აკონტროლებს. ნამდვილი სიყვარული მუდმივ მიჯაჭვულობას გულისხმობს. თუ მამაკაცი მსგავს მესიჯს გწერთ, ეს მის ძლიერ გრძნობას ნიშნავს.9.“მაპატიე, რომ იმწამსვე არ გიპასუხე. ძალიან დაკავებული ვიყავი“ ბევრი მამაკაცი თქვენს ქმედებას მნიშვნელობას არ ანიჭებს. ბევრი მამაკაცისთვის ტელეფონზე პასუხის არ გაცემა და ამასთან განმარტების არ თქმა, ჩვეულებრივი საქმეა. თუ ასე მოხდება, ეს პირველი ნიშანია, რომ მამაკაცს ქალი არ აინტერესებს. თუ მამაკაცი თავს არ იწუხებს, რომ გადმოგირეკოთ ან არ გპასუხობთ, ე.ი. მას უბრალოდ არ აინტერესებთ. ხოლო თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თქვენს ზარებს პასუხობს და პატიებასაც ითხოვს, რომ დროულად ვერ გიპასუხა, ანუ ის გოგოზე ბევრს ფიქრობს. მას ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა არ შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალით ზუსტად დაინტერესებულია.10.“ძალიან მინდა გაგაოცო, როდის გათავისუფლდები?“ და ბოლოს, თუ გოგონა ასეთ შეტყობინებას ღებულობს მამაკაცისგან, შეიძლება თავდაჯერებული იყოს, რომ მამაკაცი მისით დაინტერესებულია. პირველ რიგში, მას არა მხოლოდ თქვენთან მიმოწერა, არამედ თქვენი გაოცებაც სურს. მეორე მხრივ, როცა ის ინტერესდება, თუ როდის გათავისუფლდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნახვის სურვილის მიუხედავად, თქვენს დროს აფასებს.ასევე დაგაინტერესებთ: 1. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება 2. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა 3. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ 4. თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ 5. „მოდი, კიდევ ერთხელ“ - რას ამბობენ ზოდიაქოს ნიშნები ინტიმის შემდეგ 6. რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე 7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 8. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი 9. 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა 10. 20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე 11. იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის? 12. ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ 13. 6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს 14. რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
2182 1-ს მოსწონს
|