ისტორიული ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა" ? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი 2019, 26 თებერვალი, 15:08 ალბათ ბევრ თქვენგანმა იცის ლოლიტა, ან უბრალოდ ყური მაინც გაქვთ მოკრული. ნაბოკოვი ავტორია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური წიგნისა - "ლოლიტა", რომელიც გამოსცა 1955 წელს.
აშშ-ში რომანმა წარმატების პიკს ვერ მიაღწია, რადგან მკითხველმა არ ჩათვალა კარგ ნამუშევარად, ვინაიდან ეროტიკული კონტექსტი ნაკლებად იყო აღწერილი. 1962 წელს, სტელნი კუბრიკმა რომანის პირველი კინოვერსია გადაიღო. ნაბოკოვისგან განსხვავებით, კუბრიკმა სცენარში ცვლილებები შეიტანა, რამაც ფილმი ბევრად უფრო საინტერესო გახადა. "ლოლიტა" უკვე ეროტიკულ მელოდრამად იყო გადაქცეული. 1997 წელს, ამჯერად ადრიენ ლაინის რეჟისორობით, ლოლიტას კინოეკრანიზაცია მეორედ განხორციელდა. ეს უკანასკნელი, ეროტიკული სცენებით წინამორბედს არაფრით ჩამორჩებოდა. რეალური ისტორია
ფრენკ ლა სელი იყო 52 წლის მექანიკოსი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დასახლდა ქალაქ ნიუ ჯერსიში. 1948 წელს, მან გაიცნო 11 წლის გოგონა, სახელად სალი ჰორნერი . ამ წუთიდან მისი ცხოვრება გამოკვეთილად შეიცვალა.
ერთ-ერთ სასტუმროში დარჩენისას, სალის შეშინებული სახე და ხასიათი შემთხვევით შენიშნა სასტუმროს უცხოელმა სტუმარმა. მან მოახერხა სალის მარტოდ გამოჭერა და მისი გამოკითხვა. შეშინებულმა გოგონამ უცხო მამაკაცს დახმარება და სახლში დარეკვა სთხოვა.
ზუსტად ეს უცნობი მამაკაცი გახდა 12 წლის გოგონას მხსნელი. დახმარების თხოვნიდან რამოდენიმე წუთში სასტუმროში პოლიცია მივიდა. დააკავეს ფრენკ ლა სელი და სალი ჰორნერი გააგზავნეს სახლში.
უბედურება სასამართლო პროცესიდან 2 წლის შემდეგ მოხდა. 14 წლის სალი ჰორნერი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გოგონას დაღუპვის ამბით განადგურებული ფრენკ ლა სელი ყოველ კვირას, მის საფლავზე ყვავილებს აგზავნიდა. საბოლოოდ, გოგონას გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, ფრენკ ლა სელი ციხეში გარდაიცვალა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< იხილეთ ასევე >>>>>54 წელი გავიდა, რაც ის მოკლეს - მალკოლმ X -ის 17 დამაფიქრებელი ფრაზა გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა! 9 სასიცოცხლო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული განიცდის B6 ვიტამინის დეფიციტს - მიიღეთ ზომები რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება 764 8-ს მოსწონს
|