x
image
alex999
Mediator image
ისტორიული პირების სასიყვარულო წერილები, რომლებიც ისტორიამ დღემდე შემოინახა!

XXI-ე საუკუნებმდე თითქმის შეუძლებელი იყო სოციალური ქსელები და სხვა მსგავსი საკონტაქტო საშუალებები. ძველი დროის ხალხი ერთმანეთთან წერილების საშუალებით კონტაქტობდნენ. განსაკუთრებით, პოპულარული იყო სასიყვარულო წერილები. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, ისტორიული პირების სასიყვარული წერილებს, რომლებიც ისტორიამ დღემდე შემოინახა.

image

ჰიურემ სულთანის წერილი, სულთან სულეიმან პირველს


"შენ ჩემი დატანჯული გულის ერთადერთი წამალი ხარ"

ღმერთმა დაგიფაროს, ღმერთმა დაგლოცოს ჩემო სულთანო, წარმატებულ

ლაშქრობას გისურვებ, უზომოდ მენატრები. ვფიცავ ღმერთს, რომ უშენობა

მკლავს, არ დამივიწყოთ ჩემო სულთანო არასოდეს... და თუ დამივიწყებთ,

იცოდეთ, რომ მე მაგ დღეს უკვე აღარ ვიქნები..."


image



ნაპოლეონ ბონაპორტეს წერილი მეუღლეს, ჟოსეფინა დე ბიუჰარნეს

"უშენობა"

ერთი დღეც არ გასულა ჩემს ცხოვრებაში შენი სიყვარულის გარეშე.

უშენობა მკლავს, უშენოდ არ შემიძლია... მთელი დღე ომში ვარ ჩართული

ვბრძოლობ წარმატებისთვის, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ტვინში...არ გაინტერესებს,

თუ რა ხდება ჩემს ფიქრებში და გულში? იქ შენ ხარ, ვიბრძვი, მაგრამ შენზე

ვფიქრობ ჩემო ჟოსეფინავ...იმედია მალე გნახავ.მიყვარხარ!

image

ფრანც კაფკას წერილი მილენას

"შენი დაკარგვის შიში"

ჩემო ძვირფასო მილენა, შენი დაკარგვის იმდენად მეშინია, რომ ვერც კი წარმოიდგენ,

ბედნიერებისგან მომკვდარი ადამიანები, რომ არსებობდნენ, ალბათ მე აქამდე

აუცილებლად მოვკვდებოდი, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ ცხოვრებაში სიცოცხლე

შენმა ბედნიერებამ მაჩუქა."

image

ფრიდა კალოს წერილი დიეგო რივერას

"შენ ჩემი გულის ანბანის მთელი კომბინაცია ხარ"

"ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება შენს ხელებს, არაფერია ისეთი, როგორიც შენი

სხეული და ტუჩები. ჩემი სხეულის ყოველი დღე შენით არის აღსავსე.

შენ ჩემი ღამის სარკე ხარ, ჩექა-ქუხილი, რომელიც მუდამ მესმის.

ჩემი სიყვარული შენს მიმართ იმდენად ძლიერია, რომ საზღვრებს ვერ

ვხედავ..."

image

პოლ ელვარდის წერილი გალას

"რაც შეიძლება მალე დასრულდეს უშენობა"

"ჩემო ლამაზო, ჩემო ძვირფასო, შენი მონატრებით ვკვდები. ირგვლივ სიცარიელეს

ვგრძნობ, მხოლოდ შენი ტანსაცმელებია, რომლებსაც ყოველდღე შენს

მონატრებაში ვეხუტები. დიდი ხანია ძალიან მიყვარხარ, ამას ვერ გიბედავდი,

არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ სირთულეებთან მიწევს ბრძოლა, ჩემი სიყვარული

ამ სირთულეებს ანადგურებს. რომ დაბრუნდები ისე გაცხოვრებ, როგორც

დედოფალს... გთხოვ მალე ჩამოდი"


image




ჰონორ დე ბალზაკის წერილი მადამ დე ბერნის

"მე ტანჯული სიყვარულით მიყვარხართ"

"ვიცი, რომ არ ხართ ბედნიერი, ისევე, როგორც მე. მაგრამ ისიც ვიცი,

რომ ჩემი სული აღსავსეა სიყვარულით. მომეცით ნება რომ ჩემი გრძნობები

გაგიზიაროთ, მომეცით ნება, რომ გაგაბედნიეროთ, ისე რომ ასეთი გრძნობა

პირველად შეიგრძნოთ. მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდამ მადამ, მაგრამ

არ ვიცი რავქნა. ეს ხომ სიყავრულია და გულს ხომ ვერ უბრძანებ?"


image



აჰმედ არიფის წერილი ლეილას

"მცივა, არ დახუჭო თვალები"

"შენი სიყვარულის მონა ვარ, ვერ გივიწყებ, ალბათ ეს არის ნამდვილი

ჯოჯოხეთი...მეტი ვერც წარმომიდგენია. შენი ყურებით ვერ ვძღები, გთხოვ მოდი

ჩემთან..."

image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






3
1594
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1594
  
2016, 30 მარტი, 13:40
მადლობააააა ნაათ
2016, 30 მარტი, 13:32
სუუპერ, მაგარი სტატიაა... ბრავო ალექს! :) გავაზიარებდი, მაგრამ გაზიარებულიაო.
2016, 30 მარტი, 13:30
გამითბა გული!!!! თუმცა, ბოლოს ყველაფერი ამ ფრაზით,, მთავრდება,, - ,,ნასკი გამხადე, ქალო!,,)))
0 1 3