ისტორია ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ 2019, 22 თებერვალი, 22:49 ერთი წელი გავიდა საქართველოს ყოფილი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელიც მოკლული იქნა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი). მისი სხეული მხოლოდ 1 თვის შემდეგ იქნა გადატანილი თბილისში. მას ჰქონდა ამოღებული რამდენიმე სხეულის ორგანო და აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება სხეულზე. საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ესტუმრა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს და მადლობა გადაუხადა არჩილის მშობლებს, რომ ასეთი გმირი ვაჟკაცი აღუზარდეს სამშობლოს. 36 1-ს მოსწონს
|