საზოგადოება ”მახსოვს როგორ მომკალი… ნაჯახი ჩამარტყი…” – პატარა ბიჭმა საკუთარი მკვლელი მთელი ცხოვრების შემდეგ იპოვა 2019, 22 თებერვალი, 16:36 ჰოლანდიაში მცხოვრებ პატარა ბიჭს დიდი ხნის განმავლობაში ხილვა არ ასვენებდა, სადაც ის ხედავდა, როგორ ურტყამენ თავში ნაჯახს. თავდაპირველად მშობლები ამას არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მათ ეს ყველას შეატყობინეს.
იქ მცხოვრებლებს მისი მონაყოლის სჯერათ და ფიქრობენ, რომ ეს ბიჭი წინა ცხოვრებას ხედავს. ბიჭი თავზე იარით დაიბადა და ეს უფრო ამძაფრებს მის ხილვას. ამ ბიჭის ახლობლები იმ ადგილას წავიდნენ, რასაც ის ხილვაში ხედავს და ის სახლი ამოიცნო, სადაც წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა, ასევე გაიხსენა იმ ადამიანის სახელი, რომელსაც მისი სული ეკუთვნოდა. ამ ადგილზე მართლაც ცხოვრობდა ასეთი ადამიანი და 4 წლის წინ უკვალოდ დაიკარგა. ბიჭმა მკვლელის სახელიც გაიხსენა და მის სახლში მივიდა. "მახსოვს, როგორ მომკალი, - განუცხადა ბიჭმა დამნაშავეს. – ჩვენ ვჩხუბობდით და შენ მაშინ ჩამარტყი ნაჯახი”. მკვლელი გაფითრდა, მაგრამ დანაშაული არ აღიარა. მაშინ ბიჭმა ახლობლებს ის ადგილი მიასწავლა, სადაც მოკლული ადამიანის სხეული იყო დამარხული. იქ მართლაც აღმოჩნდა ადამიანის გვამი თავზე იარით. 555 4-ს მოსწონს
|