x
image
თორ ნიკე
ქართული მითოლოგია - ღმერთი
მორიგე ღმერთი


ქართულ წარმართობაში ღმერთი ან მორიგე (გამრიგე, განმგებელი) ღმერთი არის ცის უზენაესი ღვთაება.დანარჩენ ღვთაებათა მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის დამდგენი ანუ რიგზე გამწყობი (მორიგე). აგრეთვე ის არის უმაღლესი განმგებელი მთელი ბუნების, ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროსი, მათ შორის რა თქმა უნდა ადამიანების. მორიგე ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის ნათლით, შექმნა ნახევრადღმერთები - ხვთისშვილები.


ქართული წარმართული ღმერთი


ქართული წარმართული ღმერთი მეცხრე ცაზეა დავანებული და ოქროს ტახტზე დაბრძანებული. ის ადამიანებთან ხვისშვილთა მეშვეობით ამყარებს კონტაქტს და მათი საშუალებით გამოთქვამს თავის ნება-სურვილს. ის არის ჭექა-ქუხილის, ციური ცოდნისა და ძალაუფლების ცეცხლის მფლობელი, მართლმსაჯულების დიადი ღვთაება. ქართველ წარმართებს მიაჩნდათ, რომ ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს. აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავთ მათ ყოველივე ცუდისგან.



მორიგე ღმერთი


ქართული წარმართული მორიგე ღმერთი ყველგან მყოფი და ყოვლისმცოდნეა, ერთიანი, მაგრამ თავის შემადგენელ ნაწილებში მრავალრიცხოვანი, რომელთა მეშვეობით, ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული მგლები, რომელთაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ქართული წარმართული ღმერთის სახება წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით.


ქართული წარმართული ღმერთი


მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ის არის ბედის ბედაურის მფლობელი. ქრისტიანობის იბერიასა და კოლხეთში შემოსვლის შემდგომ წარმართული ქართული მორიგე ღმერთი, ებრაულ მამა ღმერთთან - იაჰვესთან გაიგივდა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა - უნიკლაური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)


4. ადოლფ ჰიტლერის ანდერძი

5. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

6. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

7. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

8. ოლიმპიადის ისტორია

9. ჩაქმულის ქანდაკებები

10. ლეშანის გიგანტური ბუდა

11. მიქელანჯელოს პიეტა

12. ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

13. ზონა 51

14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი

17. ბაისანგურ ბენოელი

18. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

19. უცხოპლანეტური აგებულების მუმია აღმოჩენილია პერუში

20. სპარსელთა ოთხთვიანი ომი ქართველთა წინააღმდეგ

21. სერ ოსუალდ მოსლი ევროპის ბედი

22. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ

23. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ

24. ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1545
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0