x
image
ლანა92
შელოცვების ენა მეგრულში

image

სამეგრელოში შელოცვათა ტექსტების უმრავლესობა ადგილობრივ ენაზეა შედგენილი, გარკვეული ნაწილი ქართულენოვანია, ხოლო შელოცვები შერეული ტექსტებით იშვიათადაა გავრცელებული. შესაბამისად, შეიძლება, მეგრულში შელოცვების ტექსტები დაიყოს სამ ჯგუფად:

1.ქართულენოვანი შელოცვები;

2.საკუთრივ მეგრული ტექსტებისაგან შედგენილი შელოცვები;

3.შერეული სახის შელოცვები;

მეგრულში მხოლოდ ქართულ ენაზეა შედგენილი შაკიკისა და საწერელის შელოცვები.

1.შაკიკის შელოცვის ქართულენოვანი ტექსტი სამეგრელოში:

"შაკიკი შემომეჩვია სათიბისა ბოლოსაო,

ისე ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო,

გაუწყრა წმინდა გიორგი და გაიპარა დილასაო".

სამეგრელოში საკუთრივ მეგრულ ენაზეა მორიელის, ცეცხლის, მეჭეჭის, ნაღრძობის შელოცვები, რომელთა ქართულენოვანი ვარიანტი იშვიათია, ან საერთოდ არ მოიპოვება.

2.ნაღრძობის შელოცვა:

"ამარია, თამარია, თამარ თამარს გეუნსია.ჯიგე მარია, ადამიანს ოჭიშ ჭყვადუ, უშველენქ დო ვარია.- ქიმუოჭიშედა, მა უშვეენქ, ვარდა სი უშვეი, ჯიგე მარია". ("ჯიგე" მარია აქ აღნიშნავს წმინდა მარიამს).

მეგრულიდან ქართულად ნაღრძობის შელოცვა ასე ჟღერს:

"ამარია, თამარია, თამარი თამარს მიყვებაო.წმინდა მარია, ადამიანს წელი ეღრძო, უშველი თუ არაო.- თუ მივუსწარი, მე ვუშველი, თუ არადა, შენ უშველე, წმინდა მარია."

3.მეჭეჭის შელოცვა:

"მეჭეჭი, თუთა გირაგად:გიჯგუქია, გიმონქია.გიჯგუდა, იჯგვენე, გიმონსდა, იმონე დო ვარა იშო გადინე".

"მეჭეჭო, მთვარე გეუბნება: გჯობივარ, გიმონებო. თუ გჯობია, გაჯობოს, თუ გიმონებს - დაემონე ან (იქით) გააქრე".

აღსანიშნავია, რომ სვანეთშიც დასტურდება მეჭეჭის შელოცვის მეგრული ტექსტი:

"ბჟა დო თუთა პატენ, თეა კვანჭიანის მეჭეჭი გირაგადუთ:გიმონქიაუნ, გიცხოდა, იმონე და გიცხონდე, იმონეო, ვარო იშო დაამონეო".

ეს მეტყველებს იმაზე, რომ სვანურში მეჭეჭის შელოცვის ტექსტი მეგრულიდანაა შესული, გადმოღებული.

სამეგრელოში უჟმურის, გველის, გათვალულის და ზოგი სხვა შელოცვა გვხვდება როგორც ქართულ სალიტერატურო ენაზე, ისე საკუთრივ მეგრულად.

4.გათვალულის შელოცვა:

"ასალი, მასალი, გულისა სასალი...სუმოში სუმი წმინდა გიორგიში ჭყორინა ქორაგვაფუდას უბადო თოლით, უბადო შურით ჩქიმ პეტრეს დიმომჯინას თის. ფუჲ თაში გააქარი უბადო თოლი დო შური".

ქართულად: "ასალი, მასალი, გულისა სასალი... სამას სამი წმინდა გიორგის წყველა დატაკებოდეს - ავი თვალით, ავი სულით ჩემს პეტრეს ვინც შეხედოს, იმას. ფუჲ, ისე გააქრე ავი თვალი და ავი სული".

5.გველის შელოცვა:

"გველი მოდის გველეშაპიო,

არ ჭამს, არ სვამს,

არც ღმერთი ულოცავს,

ქვეშე ჭამს, ქვეშე სვამს,

ქვეშე ღმერთი ულოცავს.

აქ ვარჩენ მტკივანს,

იქ ვარჩენ მჩივანს".

სამეგრელოში ზოგი შელოცვის ტექსტის დასაწყისი ქართულენოვანია, ხოლო გაგრძელება - მეგრული. ასეთია უჟმურის შელოცვა.

6.უჟმურის შელოცვა:

"მონახთომის შვილია, მონახთომის ძილია, ბეჟა დგებია, ჯოღორია დგებია, ათანდია დგებია. ე აზას გერყ, სხვა აზას შერყ. ფუჲ თეშ გაქარ. ფუჲ თეშ გაქარ". (".. ამ აზას გაეყარე, სხვა აზას შეეყარე. ფუი ასე გააქრე, ფუი ასე გააქრე".

0
826
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0