x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რამხელა „კრიშა“ უნდა ჰქონოდა მამუკა ხაზარაძეს, ეს გაუგონარი მაქინაცია რომ გაებედა

imageჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ერთხელ თიბისი-ში...
TBC ბანკის სკანდალის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის საქმე წასულია (როგორც მინიმუმ - რეპუტაციულად). ცხენზე ამხედრებული „სვეტსკი“ ჩოხოსნის იმიჯს, რომელიც წლების განმავლობაში გულმოდგინედ იძერწებოდა კულტურული პროექტებით - უხერხული და არასასიამოვნო სურნელი აუვიდა. მთელ ამ ისტორიაში პროკურატურის და ბანკის ნათქვამზე მეტი ადვოკატ კორძაძისაგან შევიტყვეთ. ჩვენთან ხომ აქამდე ყველა ადვოკატი თავისი კლიენტის დაცვას იწყებდა სიტყვებით: „ეს მონტაჟია“, „მტკიცებულებები ფასლიფიცირებულია“, „მას არაფერი ჩაუდენია“ და ა.შ. კორძაძემ კი ეს სტანდარტი დაარღვია და გულწრფელად აღიარა: 17 მილიონი კი არა 80 მილიონი აიღო ჩემმა კლიენტმა, უბრალოდ ეს საქმე უკვე ხანდაზმულია და ვეღარ დაიჭერთო. თანაც, ბანკისვე სასარგებლოდ გამოფატრა თავისი ბანკიო. მეტი რა უნდა ეთქვა ამ პატიოსან კაცს?! რამხელა კრიშა უნდა ქონოდა მამუკა ხაზარაძეს, ეს გაუგონარი მაქინაცია რომ გაებედათ მაშინ, როცა პატარა გადაცდომაზე ადეიშვილის აჩრდილი ელანდებოდათ ქართველ ბიზნესმენებს და ეს კრიშა რომ მხოლოდ სააკაშვილი შეიძლებოდა ყოფილიყო - ცალკე თემაა. მოკლედ, კორძაძემ კიდევ უფრო დაუმძიმა დანაშაული ხაზარაძეს და ახლა ყველაზე საინტერესო ისაა თუ ვინ იხეირებს მხედრის ცხენიდან ჩამოგდებით, რომ შემდეგ პატარა ფინანსური იმპერიის ტახტს დაეპატრონოს. კრიმინალური ლოგიკით, ეს სწორედ ის „უისელბლოუერი“ უნდა იყოს ვინც ბოსის საიდუმლო გარეთ გაიტანა.
ვინ არის „ჩამშვები“? ვინ ჩაუგდო ამერიკელებს (ფინანსური მონიტორინგის სამსახურს) ფულის გათეთრების ხანდაზმული სქემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია? ვინ იქნება საჩვენებელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მაფიის მთავარი მოწმე - მისი ჯო ვალაჩი?
თადუმაძის უწყებამაც რამდენჯერმე ახსენა ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანუ თითი მსოფლიო ფინანსური ჟანდარმერიისკენ გაიშვირა და, ამით, რეალური „ოქროს მოწმე“ დაფარა. წესით, ყველაფერი ძალიან ბანალურად უნდა იყოს. როგორ ყოველთვის, ციხე შიგნიდან გატყდა. ამბავი იმას უნდა გაეხეთქა, ვინც თვითონ მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში. ესენი არიან: მამუკა ხაზარაძე, პაატა ღაძაძე, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ბადრი ჯაფარიძე და „ჭუტა“ წერეთელი.
გამორიცხვის მეთოდით გავყვეთ სიას:
ჭუტა წერეთელი თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ. ის არ არის „ოჯახის“ წევრი და ვერანაირად ვერ გახდება მისი ბოსი. წერეთელმა ამ სქემაში მხოლოდ „არასიცილიელი“ გარე მოთამაშის როლი შეასრულა, რაშიც ალბათ თავისი საკომისიოც აიღო.
ბადრი ჯაფარიძე ნამდვილი სუბ-კაპოა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა TBC-ში. იმდენად გავლენიანი, რომ ერთი პერიოდი პარლამენტის წევრადაც გაუშვეს. ჯაფარიძე კურირებდა TBC-ს მოლაპარაკებებს უცხოეთთან. სწორედ მისი დამსახურებაა 2009 წელს 160 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვა ბანკში, ასევე ჯაფარიძე კურირებდა კომპანია ბორჯომს... მოკლედ, მის გარეშე TBC საქართველოს უმსხვილეს ფინანსურ ჯგუფად ვერ იქცეოდა. ის უშუალოდაა ჩართული ხაზარაძის მანიპულაციებში და, შესაბამისად, ამბის გამომტანი თავად ვერ იქნებოდა.
პაატა ღაძაძეც გავლენიანი კაცია ბანკში, ის იყო მთავარი პირი დაკრედიტების ნაწილში, შეხება ქონდა ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან, ერთი პერიოდი ქონების მართვის სამინისტროშიც მუშაობდა. თუმცა ის ფრთხილი კაცია და მისი გაქანება არასოდეს გაცდენილა „კაპორეჯიმეს“ ფარგლებს - ტაქტიკურ-შემსრულებლურ ფუნქციას.
სულ სხვა საქმეა ვახტანგ ბუცხრიკიძე. ის ბანკის გენერალური მდივანია, TBC-ს დაარსებისას ის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ კი გადავიდა ბანკში და დღემდე ითვლება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ბუცხრიკიძე მენეჯერია. ის ერთადერთი ნამდვილი ბანკირია „ოჯახში“. მას შესაბამისი განათლებაც აქვს მიღებული და სწორი ლაპარაკი და რჩევების მიცემაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ბუცხრიკიძე კარგი კონსილიერია, რომელსაც თავისი პროფესიონალიზმით აქვს აშენებული თიბისი ბანკი საძირკვლიდან სახურავამდე. მას რეალურად შეტკივა გული კომპანიაზე და, ხედავდა რა დამფუძნებელი მამების მიერ კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობას - სწორედ მას შეეძლო მიეწოდებინა ინფორმაცია თავისი ბოსის მაქინაციების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამ შემთხვევაში, ბუცხრიკიძე ჯო ვალაჩი კი არა, უფრო „ნუდლსია“, რომელმაც კეთილი განზრახვით „ჩაუშვა“ საკუთარი მეგობრები თიბისის გადასარჩენად.image

0
643
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0