x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
რატომ ტოვებს სცენას ადელი?!

image24 წლის ბრიტანელი მომღერალი ადელი მალე დედა გახდება. როგორც თავად ვარსკვლავი ამბობს, ის ყოველთვის ოცნებობდა პირად ბედნიერებაზე. მან სახელი გაითქვა როგორც გულგატეხილმა ქალმა, რომელიც ექს ბოიფრენდს უძღვნის ყველა სიმღერას.

მომღერალმა ძალიან ბევრს მიაღწია თავის კარიერაში - მისი ალბომები იკავებს პირველ ადგილებს მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებში; ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია "გრემის" დაჯილდოვების გამართულ 54-ე ცერემონიაზე მან ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა; ასევე იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში როგორც საუკეთესო სოლო მომღერალი, რომლის ორი სინგლი და ორი ალბომი ერთდროულად მოხვდა ჰიტ-პარადის პირველ ხუთეულში. imageთუმცა ქალური ბედნიერება არ განისაზღვრება მხოლოდ წარმატებით. მომღერალი არასდროს მალავდა, რომ ოცნებობს გახდეს დედა და 30
წლამდე ყავდეს 3 შვილი. ადელიმ თავისი საიტის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომ ის და მისი ბოიფრენდი საიმონი ბავშვს ელოდებიან და სულ რაღაც ერთ თვეში მშობლები გახდებიან. "ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის შესახებ თავად გაგიმხილეთ, მე და საიმონი პატარას ველოდებით".
წყვილი ძალიან ბედნიერია. საიმონს უკვე ყავს 5 წლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ადელისთვის ეს პირველი ბავშვი იქნება. "4-5 წლით უნდა დავტოვო სცენა, რადგან თუ მთელ ჩემს დროს კარიერას დავუთმობ ჩემი პირადი ცხოვრება დაინგრევა. ასე გადავწყვიტე. ბევრი დრო მექნება იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი, დავტკბე ოჯახის სიყვარულით და დავწერო ახალი ჰიტები"
- განაცხადა მომღერალმა.

imageimageimageimageimageimage





2
149
3-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
149
  
2012, 19 ივლისი, 14:54
მადლობ :) მეც ძალიან მიყვარს ადელი, იმედია დიდი ხნით არ დატოვებს სცენას :)
2012, 19 ივლისი, 13:57
ვააა :) ამის სიმღერები მომწონს ძალიან და ისეც მაგარი ადამიანი ყოფილა ... ბედნიერება მას და მის ოჯახს მაშინ :) სჰენ კიდევ ყოჩაღ , კარგი სტატიააა
0 1 2