x
image
intermedia.ge
Mediator image
"მე მივიღე გადაწყვეტილება, წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძე
image


"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მი­დის:

"მე­გობ­რე­ბო, თი­ბი­სე­ლე­ბო, ჩემი და თი­ბი­სი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო!

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და ერ­თად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პე­ბი, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ, მეც ბევ­რჯერ მქო­ნია ასე­თი, ახ­ლაც ამ შემ­თხვე­ვას­თან მაქვს საქ­მე.



აღარ გან­ვმე­ორ­დე­ბი, თუ რო­გო­რი შე­ტე­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი ჯუფი, ბან­კი. შე­დე­გად, ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა ერთ თვე­ში 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ი­ღეს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად იზა­რა­ლა. ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­ყე­ნეს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის აბ­სურ­დულ სა­კი­თხთან ვი­თომ­და კავ­შირ­ში, რომ­ლის არარ­სე­ბო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.


სამ­წუ­ხა­როდ, არ­ც ერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით, რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.


მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა, იმა­საც მივ­ხვდი, რომ აქ, ჩვენ­თან, წარ­მა­ტე­ბას ებ­რძვი­ან, მივ­ხვდი, რომ კომ­პა­ნი­ის ზრდას სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­მი­ტი უნდა ჰქონ­დეს და­წე­სე­ბუ­ლი. ჩემ­ზე ასე­თი თავ­დას­ხმა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი ბან­კის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ბან­კი კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან, მით უმეტეს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად მისი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა.


დღეს ლონ­დონ­ში ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა ეროვ­ნულ ბანკთან სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბან­კის, მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის და დე­პო­ზი­ტა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წა­ვი­დე ბან­კი­დან, სა­დაც ჩემი ცხოვ­რე­ბის 27 წელი გა­ვა­ტა­რე, ბან­კი­დან, რო­მე­ლიც 500 დო­ლა­რი­დან რე­გი­ო­ნის უმ­სხვი­ლეს მო­თა­მა­შედ ვაქ­ციე ჩემს გუნდთან ერ­თად.


იმე­დია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს ბან­კის მო­მა­ვალ სტა­ბი­ლურ და მშვიდ გა­რე­მო­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მე კი მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა.


სამ­შა­ბათს, რო­გორც დავ­პირ­დი პარ­ლა­მენტს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვიქ­ნე­ბი კო­მი­ტე­ტის მოს­მე­ნა­ზე, რათა მშვი­დად გან­ვი­ხი­ლო და გა­ვაც­ნო საქ­მის დე­ტა­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამა­ვე დროს, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დაც­ვას სა­სა­მარ­თლო წე­სით, რო­გორც კერ­ძო პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უცხო­ეთ­ში.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე"

7
995
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
995
  
2019, 3 აპრილი, 4:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 21 თებერვალი, 17:29
თუ შემეცოდოს რა! ღირსია!.. კაჟა ფულავას ტიპია:) დათა თუთაშხიაში იპოლიტე რომ თამაშობს:)
2019, 21 თებერვალი, 15:42
ნამდვილად კახაბერ, ანაკლიაში ყველაფერი გაჩერდა, კონსორციუმის წევრების ბიძოსთან შეხვედრის მერე აიჭრა სიტუაცია.
ხაზარაძემ ინვესტორების ფულით მოინდომა საქმის გაკეთება, თვითონ იუფროსებდა და ეს არ მოეწონათ უცხოელებს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტსაც.
სავარაუდოდ ანაკლიის კონსორციუმში და "ანაკლია სიტიში" წილებსაც დაათმობინებს ის ჯერჯერობით უჩინარი ძალა.
2019, 21 თებერვალი, 15:04
დამასწარ კანონმორჩილო ხომ? :)
აი, ენგრე! მაშინდელი, სულცხონებულ მერაბ კოსტავაზე ხელის აწევა რომ შერჩა, იმიტომაც ეგონა ყველაფერი შერჩებოდა!
ამასთანავე, კონკრეტულად ამ საკითხში ვერ გავრკვეულვარ ჯერ(ინფორმაცია არაა საკმარისი), მაგრამ დიდი ალბათობით, ძალიან სერიოზულ "სასტავს"(ბიძოზე დიდს) დაუპირისპირდა და დათმობა არჩია, თავის დაკარგვას სჯობია და ამდენად ჭკვიანი კია ხაზარაძე.
2019, 21 თებერვალი, 14:48
შენ ხარ ის კაცი, ვინც კომკავშირის მდივნობისას შენი ზონდერ ჯგუფით მერაბ კოსტავას დაესხი თავს.
ასე, რომ "რაც დათესე ის მოიმკე".
2019, 21 თებერვალი, 11:26
არაუშავს "ბატონო მამუკა"...მეც დამატოვებინა თბს-მ ბინები ბარნოვზე,ვაჟაზე, გორგასალზე...მაგრამ გადავიტანე...
0 1 7