x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კაცი, რომელმაც ბრმა ცოლის სიყვარულის გამო საკუთარი ფერმა ყვავილების გიგანტურ ბაღად გადააქცია
შიბაზაკუროფოტოზე: ტოშიიოკი (მარცხნივ) და იუსუკო (მარჯვნივ)


როდესაც მისმა ცოლმა მხედველობა დაკარგა, ფერმერმა თავისი სახლის გარშემო ათასობით სურნელოვანი ყვავილი გაახარა, რის გამოც ქალი მწუხარებას ივიწყებს.


იაპონელები ტოშიიოკი და იუსუკო კუროკი უკვე 30 წელი მეუღლეები იყვნენ და საკუთარ რძის ფერმაში 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უვლიდნენ, როდესაც იუსუკო დიაბეტით გამოწვეული გართულებებისგან დაბრმავდა.


დაბრმავების შემდეგ იუსუკო დარდმა შეიპყრო. ის აღარ ლაპარაკობდა ხალხთან და საკუთარ სახლში ჩაიკეტა. გარეთ აღარასოდეს აღარ გადიოდა.



ერთ დღეს ტოშიიოკიმ შენიშნა შიბაზაკურა – ფუქსიის ფერადი ადგილობრივი სახეობა, რომელიც ფერმაში იზრდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცოლი ყვავილს ვერ დაინახავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყვავილის ძლიერი სურნელი იყნოსა, ერთი იდეა დაებადა.


ტოშიიოკიმ დაიწყო ყვავილების დარგვა სახლში, ხოლო შემდეგ – ფერმაში. მან საკუთარი რძის ფერმა თანდათან ყვავილების გიგანტურ ბაღად გადააქცია.


იუსუკო კვლავ გამხიარულდა. ყვავილების სურნელმა ის სახლიდან გარეთ გაიყვანა და დაიწყო ურთიერთობა ვიზიტორებთან, რომლებიც ბაღის სანახავად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მიდიოდნენ ფერმერებთან, რამაც ბრმა ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნა.


ეს მოხდა 25 წელზე მეტი ხნის წინ, და ყვავილები კვლავაც ყვავიან ტოშიიოკის და იუსუკოს ყოფილ ფერმაში. რძის ფერმა აღარ არსებობს, მაგრამ დარჩა ყვავილების მუზეუმი და ცოცხლობს მოხუცი ცოლ-ქმარი, რომლებიც ყოველ მარტსა და აპრილში, როდესაც შიბაზაკურა ყვავილობს, 7000 ტურისტს მასპინძლობენ.

შიბაზაკუროფოტოზე: შიბაზაკურას ყვავილები



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0