ნამცხვრები ხაჭოს უგემრიელესი პეროგი 2019, 20 თებერვალი, 0:24 ეს უგემრიელესი პეროგი ხაჭოს მოყვარულთათვის ნამდვილად დიდი აღმოჩენა იქნება. პეროგის შიგთავსი ჰაეროვან და ფაფუკ კრემს მოიცავს, რომელიც პლომბირის(ნაღების ნაყინი) გემოს გვაგონებს. ამ ყველაფერს კი ემატება შოკოლადის ხრაშუნა ქერქი ფხვიერი ცომიდან.
დესერტის მოსამზადებლად უნდა ავიღოთ ცხიმიანი ხაჭო. თუკი ბაზრის ხაჭო თქვენში შიშს იწვევს, შეგიძლიათ სცადოთ მისი დამზადება სახლის პირობებში, რაც დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ.
ხაჭოს პეროგის ინგრედიენტები ასეთია:
1) გაცერით ფქვილი და კაკაო საცერში. დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და დარბილებულ-დანაწევრებ, ული კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი და 30 წუთით დადგით მაცივარში. 2) გააბრტყელეთ ცომი მაგიდაზე და შემდგომ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ ფორმის ფსკერსა და კედლებზე. 3) შიგთავსის გასაკეთებლად განაცალკავეთ ერთმანეთისგან გული და ცილა. გული ათქვიფეთ შაქართან და სახამებელთან ერთად, დაუმატეთ ხაჭო და კარგათ მოურიეთ. 4) ზევიდან დასაყრელის მოსამზადებლად, ყველა ინგრიდიენტი დასრისეთ ხელისგულებით, რათა ისინი ნამცეცებად აქციოთ. 5) ხაჭოს მასა ჩადეთ გამზადებულ ცომში და ზემოდან მოაყარეთ გამზადებული ნამცეცები. 6) ჩადგით პეროგი ღუმელში ტემპერატურაზე -180 გრადუსამდე(სავალდებულოა). 1საათის შემდეგ, დატოვეთ ცოტა ხნით ის ღუმელში, რათა პეროგი არ ჩაჯდეს. გემრიელად მიირთვით!!! 122 შეფასება არ არის
|