ქალი და მამაკაცი ბედნიერი ოჯახური ურთიერთობის საიდუმლო 2019, 5 თებერვალი, 20:51 ქალთა უმეტესობისთვის ბედნიერი ოჯახური გარემო ასოცირდება ერთგულ ქმართან, რომლის სიყვარული და მხარდაჭერა ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. მაგრამ, ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი აწყდება საპირისპიროს - ღალატს. ღალატი, თვის მხრივ, იწვევს ორ უკუშედეგს: ქალები ან სიძულვილით იმსჭვალვებიან საპირისპირო სქესის მიმართ, ან კი თავის დადანაშაულებითა და თვითშეფასების დაქვეითებით, საკუთარ ნაჭუჭში იმალებიან. სანამ გავაანალიზებთ ოჯახურ ურთიერთობებს, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ თუკი მამაკაცი მექალთანეა, მისი გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ქალები დასაწყისშივე შორს დაიჭერენ მათგან თავს. როდესაც მამაკაცი ბედნიერია ოჯახში, რეალურია რომ სხვა ქალი მასში ინტერესს ვერ გამოიწვევს. აი რა უნდა გაკეთდეს მათი ბედნიერებისთვის: 1) მიაქციე მას საკმაო ყურადღება მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, ძალიან უყვართ კომპლიმენტი, განსაკუთრებით კი ქება. აგრეთვე, კარგი იქნება თუკი აგრძნობინებთ და ეტყვით, რომ აფასებთ მათ და ხშირად გაუსვამთ ხაზს მათ ღირსებებსა და დამსახურებებს.2) იზრუნეთ მათზე თუკი თქვენს ოჯახში ფინანსებს ქმარი აკონტროლებს, ხოლო თქვენ სახლის სისუფთავისა და საჭმლის მომზადებაზე ხართ პასუხისმგებელი, მაშინ სჯობს სრულფასოვნად შეასრულოთ თქვენი წილი მოვალეობა. ქმარი, თავის მხრივ, აღიქვამს ამას როგორც პატივისცემასა და ზრუნვას მისდამი და აღარ დაინტერესდება სხვა ქალბატონებით, ახალი პირობების ძებნის მიზნით. 3) არ შეზღუდოთ მისი პირადი სივრცე მამაკაცებს აუცილებლად სჭირდებათ გართობა მეგობრებთან ან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რათა უფრო კარგად გაანალიზონ მათ გარშემო არსებული სიტუაციაა და, შესაბამისად, იმოქმედონ. ამ პერიოდში არ ღირს მათი შეწუხება უწყვეტი კითხვებით. შესაძლოა, რომ ისინი უფრო ჩაიკეტნონ, რადგან მამაკაცთა უმეტესობას, ქალებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ ისტერიკის მოწყობა და არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი. 4) განვითარდით იყავით თავდაჯერებული, მიმზიდველი, ნუ დათმობთ საკუთარ პრინციპებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენს ქმარს სურს. იყავით ადამიანი, რომელთანაც საინტერესოა საუბარი. იყავით ის, ვინც საკუთარი საქციელითა და აზროვნებით გარშემომყოფებში იწვევს აღფრთოვანებასა და პატივისცემას. საბოლოოდ, კი, იყავით ქალი, რმელიც ამ თვისებების ერთობლიობითა და გარეგნობით სხვა მამაკაცებში გამოიწვევთ ინტერესს. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოხდება ის, რაზეც ოცნებობთ და რასაც ელით: ქმარი ყოველდღე შეგიცნობთ სხვადასხვა მხრიდან, რითაც იამაყებს კიდევაც და, რაც მთავარია, მუდმივად ექნება თქვენი დაკარგვის შიში. 53 შეფასება არ არის
|