ქალი და მამაკაცი 10 ჩვეულებრივი ადამიანი, რომლებიც საოცრად გვანან ცნობილებს 2019, 20 თებერვალი, 2:35 მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი ცდილობს დაემსგავსოს თავის კუმირს და ყველანაირ ხერხს იყენებს მიზნის მისაღწევად. მათ შორის: პლასტიკური ოპერაცია, რაც ხშირად სავავალოდ სრულდება, მაკიაჟის კოპირება და სხვა. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ბუნებამ თვითონ უბოძა "ვარსკვლავური" გარეგნობა.
ზუსტად ამ უკანასკნელთა შესახებ მექნება საუბარი ამ სტატიაში. მათი გარეგნობა როგორც გაგაოცებთ, ისე დაგარწმუნებთ იმაში, რომ ამქვეყნად ყველას ჰყავს თავისი ორეული.
1) რაიან გოსლინგი - დანილა იაკუშევი. რუს მსახიობს, დანილა იაკუშევს, გულშემატკივრები ხშირად ამსგავსებენ რაიან გოსლინგს. განსაკუთრებით კი, ეს მსგავსება ვლინდება მაშინ, როცა დანილა იკეთებს მზის სათვალეს და ატარებს წვერებს.2) კეტი პერი - ფრანჩესკა ბრაუნი. 2010 წლიდან, ფრანჩესკა ბრაუნი ხშირად ეშლებათ კეტი პერში. ფრანჩესკა - ბრიტანელი მსახიობია, რომელიც თავისივე ფილმში ღებულობს მონაწილეობას და თამაშობს თეატრში. ის ოფიციალურადაა მიჩნეული კეტი პერის ორეულად, რაც, თავისთავად, მის სასარგებლოდ მოქმედებს. იგი, აგრეთვე, ფულს შოულობს სხვადასხვა შოუებში მონაწილეობის მიღებით, სადაც მომღერლის როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ასეთ ერთ-ერთ შოუში მან გაიცნო თავისი მომავალი შეყვარებული.3) მაილი საირუსი - მარდი შეიკლფორდი. მიმტანი კალიფორნიიდან, მარდი შეიკლფორდი, გულგრილი იყო მაილის შემოქმედებისადმი, მანამ სანამ მამამისს, ბილი რეი საირუსს, შემთხვევით არ შეხვდა ქუჩაში. მამაკაცი იმდენად გაოცებული დარჩა გოგონას გარეგნობით, რომ მასთან სურათის გადაღება გადაწყვიტა. ზუსტად ამის შემდეგ, მარდიმ დაიწყო მაილის იმიჯით მოღვაწეობა ინსტაგრამზე, რამაც იგი პოპულარული გახადა. 4) რიანა - ანდელე ლარა. ბოსტონის მაცხოვრებელი, ანდელე ლარა, ძალიან ჰგავს რიანას. გოგონა ამტკიცებს, რომ ასეთი გარეგნობა მას ბუნებამ "უბოძა" და აქ არავითარ პლასტიკურ ოპერაციას არ ჰქონია ადგილი. ანდელე არ ცდილობს კარიერის აწყობას მომღერლის ორეულობის ხარჯზე. ის მოდელობითა და ინსტაგრამზე რეკლამის გაყიდვებით შოულობს ფულს.5) ვლადიმერ პუტინი - დმიტრი გრაჩევი. კომიკოსი დმიტრი გრაჩევი უკვე წლებია, რაც თამაშობს რუსი პრეზიდენტის როლს რუსულ კომედიურ შოუში. საზღვარგარეთ კი, იგი ხშირად ექცევა გაოგნებული ადამიანების ყურადღების ცენტრში, რომელთა უმეტესობა ცდილობს მასთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის გაბმას.6) სელენა გომესი - სოფია სოლარესი. სოფია სოლარესს ინსტაგრამზე 800000 გამომწერი ჰყავს. ადამიანთა ასეთი დიდი რაოდენობა გამოწვეულია მისი საოცარი მსგავსებით სელენასთან: ფაფუკი ტუჩები, ლამაზი, სანდომიანი სახე და შავი თვალები. სავარაუდოა, რომ ასეთი საოცარი მსგავსება გამოწვეულია მათი მექსიკური ფესვებით.7) კიმ კარდაშიანი - სონია ალი. სონია ალი ცხოვრობს დუბაიში და იგი ვიზაჟისტობითაა დაკავებული. გოგონა ამტკიცებს, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია და არ ბაძავს კიმს. სონიას ხშირად ადარებენ კიმს, თუმცა ის ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს ეს. მიუხედავად მისი მტკიცებებისა, ბევრს მიაჩნია, რომ გოგონა იტყუება და სინამდვილეში აკოპირებს კარდაშიანის სტილს. სონიას ჰყავს და ფაიზა, რომელთანაც ერთად მას აქვს შექმნილი სილამაზის ბლოგი.8) კაილი ჯენერი - ფაიზა ალი. თუკი სონია ალი ჰგავს კიმ კარდაშიანს, მაშინ მისი და ფაიზა ძალიან ჰგავს - კაილი ჯენერს. დის მსგავსად, მასზეც არსებობს ეჭვები პლასტიკური ოპერაციის გაკეთებისა. ის სპეციალიზდება მაკიჟის გაკეთებით აღმოსავლეთის ქალბატონებისთვის და შოულობს ფულს რეკლამების გაყიდვით ინსტაგრამზე.9) ჯიჯი ჰადიდი - იზა აიზერმანი. ჯიჯი ჰადიდის მსგავსად, იზაც მოდელია. მას აქვს კონტრაქტი ლონდონის სააგენტოსტან. განსხვავება ისაა, რომ იზა - "პლუს საიზის" მოდელია. გოგონა ამ მსგავსებას ვერ ამჩნევს და მიაჩნია, რომ მისი გარეგნობა უფრო ბელას, ჯიჯის დის, მსგავსია. იზა, ისევე როგორც ჰადიდები, ჰოლანდიელია.10) ადელე - ელინორ ჰელბორგი. შვედეთის მაცხოვრებელი, ელინორ ჰელბორგი, წამოუდგენლად ჰგავს ადელეს. ზოგიერთ ფოტოზე, ალბათ, საერთოდ ვერ მიხვდებით რომელია ადელე და რომელია ელინორი. მიუხედავად ამ მსგავსებისა, ელინორი ამტკიცებს, რომ არ ცდილობს სხვისი ცხოვრების გადმოკოპირებას და, მითუმეტესს, ვინმეს მიბაძვით სახელის მოხვეჭვას.116 შეფასება არ არის
|