სხვა 10 სიტუაცია, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ინსტაგრამის მომხმარებელს 2019, 26 თებერვალი, 22:03 გასაკვირვი არ არის ის ფაქტი, რომ თითოეულ ჩვენგანს სურს სოციალურ ქსელში გამოიყურებოდეს შედარებით გამორჩეულ და წარმატებულ პიროვნებად, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში და ამისთვის ყველანაირ ხერხს მივმართავთ. მაგალითად, მთელი ჩვენი ყურადღება საუკეთესო ფოტოების პოვნაზე გადაგვაქვს, დიდხანს ვამუშავებთ მათ ფილტრებით და, შემდგომ, ახალი პოსტის დადებისას, ათასობით გულის მოლოდინში ყველა პრობლემა გვავიწყდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მეგობრები არ ინტერესდებიან ჩვენივე იმიჯით სოციალურ ქსელებში და გვნიშნავენ არც თუ ისე წარმატებულ ფოტოებზე.
ზუსტად ასეთ შემთხვევებს ეხება ეს სტატია, არ მოიწყენთ!!!
1 როდესაც ცდილობ, რომ დიდებულად გამოიყურებოდე პროფილზე, თუმცა მეგობარი აუცილებლად მოგნიშნავს სურათზე, სადაც მუცლის შეწევა დაგავიწყდა.
2 როდესაც თქვენ ერთმანეთს აღარ ხვდებით, თუმცა იგი კვლავ განაგრძობს ძველი, საერთო ფოტოების დადებას. 3 როდესაც ინსტაგრამზე ატარებთ მდიდრულ ცხოვრებას და მოულოდნელი მონიშვნით, უმეტეს შემთხვევაში, მეგობრის წყალობით, თქვენს რეალურ ცხოვრებას გაესმევა ხაზი. 4 როდესაც საერთო ფოტოზე თქვენს დაქალს საკუთარ თავზე გადააქვს ყურადღება. 5 როდესაც, საღამოს, რესტორანში, ჩუმად გადაწყვიტე წასვლა, თუმცა მაინც მოგნიშნეს ფოტოზე. 6 როდესაც კოლეგებს უთხარი, რომ სახლში იმუშავებ, თუმცა მეგობრებმა დადეს შენთან ერთად ფოტო, სადაც სპორტის ბარში იმყოფებით. 7 როდესაც შენ გნიშნავენ ფოტოზე, სადაც გამწარებული ვარჯიშობ. 8 როდესაც ფოტოზე შენი დაქალი შენზე უფრო კარგად გამოიყურება და მას არ შეუძლია ამ პოსტის არ დადება, მიუხედავად იმისა, რომ შენ წინააღმდეგი ხარ. 9 ის მომენტი, როცა გსურს ასე იდეალურად გადაგიღონ სურათი და, სინამდვილეში, ასე გიღებენ. 10 როდესაც დიდი ხანი ირჩევ საუკეთესო ფოტოს და, ამ დროს, დაქალი პირველივე ფოტოს დებს. 138 1-ს მოსწონს
|