x
image
მაკუნა
Mediator image
რატომ ახსენა ბრიუსელში ნატო-ს მაღალჩინოსანმა ჯონდი ბაღათურია


image"ქართული დასის" ლიდერი, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში კენჭს, გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს მაჟორიტარად იყრის, სამთავრობო ცვლილებით გამოწვეულ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად მიიჩნევს და აცხადებს, ორი კვირის წინ დატრიალებულ სამთავრობო კარუსელს ორი ამოცანა ჰქონდა:
– ჯერ ერთი, სააკაშვილმა და `ნაცმოძრაობამ~ საზოგადოებაში ყურადღებას ვეღარ იქცევენ, შეეცადნენ, არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივობა ამ ცვლილებებით გადაეფარათ და ამას მიაღწიეს _ კვირაზე მეტია, სამთავრობო ცვლილებებზე ვლაპარაკობთ. მეორეც, სააკაშვილი სამთავრობო და პარტიული სტრუქტურების ჩამოშლის წინაშე დგას. ამიტომაც, ვანო, რომელსაც `ხერხემალს~ უწოდებენ, ცენტრში დააყენა. ისე, მიშას ეს შიში უსაფუძვლო არა _ მთავრობასა და `ნაცმოძრაობაში~ რყევები, მართლაც, არის და გონიერი ადამიანები ოპოზიციასთან დიალოგზე ფიქრობენ.
– ერთი სიტყვით, მგონი, იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილი გაკოტრებულია, მაგრამ საამისოდ არგუმენტები გაქვთ?
– თუ მთავრობის ახალ შემადგენლობას თუ გადახედავთ, ერთ ახალ სახესაც ვერ ნახავთ. არადა, ამ ცვლილებებს საზოგადოებაში სიახლის განცდა უნდა შეექმნა, ან ყალბი ილუზია მაინც გაეჩინა, მაგრამ ასე არ მოხდა და სწორედ ეს მეტყველებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულია.
– ბატონო ჯონდი, ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რადგან განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე შედარებით ახალი კადრია, დასაქმების მინისრტ პაატა ტრაპაიძეს კი ფართო საზოგადოება დღემდე არ იცნობდა…
– ეს შიდა გადაადგილებებია. დეკანოიძე, წლებია, პოლიციის აკადემიაშია, რაც კარგა ხანია, პოლიტიკური თანამდებობაა. უნდოდათ, ტრაპაიძის დასაქმების მინისტრად დანიშვნა სიხლედ გაესაღებინათ, სინამდვილეში კი, ამ ტრაპაიძემ ააშენა ანაკლიის საფეხმავლო ხიდი, რომელიც პრეზენტაციის მეორე დღესვე ჩამოინგრა. არადა, ამ ხიდში მილიონები იყო ჩადებული. ქუთაისში პარლამენტსაც ის აშენებს, რომელიც, ასევე, ჩამოიშალა და მსხერპლი მოჰყვა, ანუ ეს კაცი, როგორც ჩანს, `კასირია~, რომელიც `კრიმინალური ოფშიაკის~ შეგროვებაში მონაწილეობს და ახლა საბიუჯეტო სახსრების `ნაცმოძრაობის~ წინასაარჩევნო კამპანიაში `გადაქაჩვას~ უზრუნველყოფს.
– ჯონდი ბატონო, ალბათ, შეამჩნიეთ, რომ მერაბიშვილის მთავრობის პროგრამა სააკაშვილის ძველ იდეების კონტრასტულია. მაგალითად, პრეზიდენტიEთავის დროზე დასაქმების სააგენტოს შექმნას ეწინააღმდეგებოდა და ამას საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით ხსნიდა… სხვათა შორის, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, სააკაშვილმა, რომელიც `ნულოვანი ტოლერანტობის~ ავტორი, პირველად აღიარა, ქვეყანაში ძალიან ბევრი პატიმარიაო…
– სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობდა და ახლაც ისეთებს იტყვის, გეგონება, აქამდე პრეზიდენტი არ იყო, ამაზე შიგნითაც ეცინებათ… კარიკატურული ფიგურა გახდა… შეიძლება, პრეზიდენტი სძულდეთ და ეს საშიში არ იყოს, მაგრამ როცა კარიკატურული ფიგურა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგული გაქვს, რასაც ვანოზე ვერ ვიტყვით. მერაბიშვილი, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მოწინააღმდეგის სათანადოდ არშეფასების შემთხვევაში, სტრატეგიას სწორად ვერ დაგეგმავ. საერთოდ, სახელმწიფოს მართვა ორი გზით შეიძლება: სიყვარულითა და თავგანწირვით, ან ბოროტებით, სიძულვილითა და ძალადობით. მიშამ ცუდი გზა აირჩია, რაც ბევრ პატიმარს, შიშის დათესვას, დატერორებასა და გაღატაკებას ნიშნავს. მშიერი, ხერხემალში გატეხილი საზოგადოება ადვილად სამართავია. პეტრე მამრაძესთან საუბრისას ერთ უცხოელ დიპლომატს ჩვენს მთავრობაზე უთქვამს, ბოროტი ბავშვების საბავშვო ბაღიაო. ეს ზუსტი შეფასებაა.
– ხმა დადის, მიშაზე ანეგდოტებს უკვე `ნაციონალებიც~ ჰყვებიანო…
– ეს არ ვიცი, მაგრამ თავადაა მოსიარულე ანეგდტოია!
– წეღან სახელისუფლებო რყევა და ჩამოშლა ახსენეთ. ისიც თქვით, ვისაც ჭკუა აქვს, ოპოზიციასთან დიალოგზე ფიქრობსო. კონკრეტულად, ვის გულისხმობდით? ისე, ბოლო დროს გოკა გაბაშვილი აღარ აქტიურობს…
– მხოლოდ გაბაშვილი კი არა, თუ არ აიძულეს, ბევრი აღარ აქტიურობს… ისინი თავიანთ მომავალზე სერიოზულად ფიქრობენ… იქ შედარებით წესიერებიც არიან, რომელთაც ქვეყნის ბედი აწუხებთ და ხედავენ, რომ სააკაშვილის მმართველობამ საქართველო დაღუპვის პირას მიიყვანა.
– თუ ასეა რაღას ელოდებინ, რატომ არ ტოვებენ სააკაშვილს `ნავს~?
– ზოგს გამბედაობა არ ჰყოფნის. ზოგი კი, ვფიქრობ, ოპოზიციიდან მეტ სიგნალს და მეტ დამაჯერებლობას ელოდება, რომ ოქტომბერში ყველაფერი ეს ბოლომდე მივა. თუ ამაში დავარწმუნებთ, შეიძლება, ოქტომბრამდე ლოდინიც არ დაგვჭირდეს, ისე დაიშალოს `ნაცმოძრაობა~. თუკი მათ რიგებში დესტაბილიზაციის შეტანა ვერ მოვახერხეთ, მაშინ ბრძოლა უფრო რთული იქნება, რადგან სააკაშვილის ხელშია ადმინისტრაციული და საკრედიტო რესურსები, ასევე, პოლიციური და სოციალური სტრუქტურები, განათლების სისტემა… როგორც კი ამ სტრუქტურებს ბზარი გაუჩნდებათ, ანუ როგორც კი `დურუშნიკობას~ დაიწყებენ, მიშა მიხვდება, რომ ყველაფერი დამთავრებულია და უნდა წავიდეს! მაგალითად, ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ბუნკერში ჩასულიყო, მაგრამ მიშას საკუთარი გარემოცვა შეჭამს და საქმე ბუნკერამდე არ მივა. ბუნკერს, რა თქმა უნდა, ფიგურალურად ვამბობ…
– `ქართული ოცნების~ მიმართ თქვენი სიმპათია დასამალი არაა…
– დიახ, ამ ეტაპზე `ქართულ ოცნებასთან~ ღიად ვთანამშრომლობ და ვფიქრობ, თუ როგორი ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა.
– პოლიტიკის კულუარებში ისეთი პროცესები ვითარდება, რაც გარედან არ ჩანს… პოლიტიკური ძალები მუდმივად საუბრობენ საპარლამენტო ქვოტების გადანაწილებაზე…
– დღის წესრიგში ასეთი საკითხებიცაა… ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ განიხილება ორი ვარიანტი: ოპოზიციაში იქნება ორი საარჩევნო სია, მაგრამ ერთიანი მაჟორიტარები, ანუ პირობითად რომ ვთქვათ, იმ რაიონში, სადაც `ქართული დასი~ მაჟორიტარს დააყენებს, `ონებას~ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება და, პირიქით, ერთმანეთს მხარს დავუჭერთ… ორი სიის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ამ ფორმატზე დათანხმება მომიწევს.
– და `ორი სია~ რას ნიშნავს?
– ოპოზოცია დიდ საარჩევნო `ბულდოზერად~ უნდა ვიქცეთ, ანუ ერთი სია, ერთი მაჟორიტარი და ერთი ფრონტი… არ მომწონს სიაში ქვოტებზე დავა და გადანაწილება, ახლა ეს უადგილოა და უზნეობაა, არც საამისო ფუფუნება გვაქვს, რადგან ეს მოუკლავი დათვის გაყოფას დაემსგავსება, არადა, ეს დათვი ჯერ ფეხზე დგას და ბანდიტია _ ამ დათვმა გადაყლაპა სახელმწიფო. თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ, შეიძლება, სახელმწიფო დავკარგოთ. ხშირად მეკითხებიან, ასე გამწარებული რომ იბრძვი, არ გეშინიაო? რისკების ვერშეფასება სწორი არაა, მაგრამ უკანდასახევ გზას ვერ ვხედავ, სამშობლო დიდი ოჯახია და ვერ გავწირავ! ვინც ქვოტებზე იბრძვის, ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია! დღეს ერთადერთი, ვისაც დაქსაქსულობა აწყობს, `ნაცმოძრაობაა~. ამიტომ, `ქართული დასის~ სახელით ვაცხადებ: მზად ვარ, ნებისმიერ გონივრულ კომპრომისზე წავიდე ერთიანი ფრონტის სანაცვლოდ, რადგან მესამე მსხვილი ოპოზიციური ფლანგის შექმნა ქვეყნისთვის წამგებიანია. ამ ფლანგში თარგამაძეს, ჩახვაძესა და თორთლაძეს არ ვგულისხმობ. მათზე, ძალიან გთხოვთ, შეკითხვაც არ დამისვათ!
– ერთიანი ოპოზიციის პრაქტიკა, როგორც ბოლო წლების მოვლენები მოწმობს, არ ამართლებს…
– ოპოზიცია სწორედ მაშინ დასუსტდა, როცა ცალ-ცალკე თამაში და საპარლამენტო არჩევნების წინ ქვოტებზე ლაპარაკი დაიწყეს. ერთობისგან გამიჯვნამ და ცალკე დაფინანსების გაჩენამ, ნათელი, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს მოჰფინა, რადგან იმხანად დაფინანსების მხოლოდ ორი წყარო არსებობდა _ ხელისუფლებიდან, ან გარედან… სამწუხაროდ, მოხდა გარიგება. ეს საფრთხე დღესაც არსებობს, მაგრამ ახლა ამათი ხელშეწყობა სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ეშმაკთან მოლაპარაკება არ უნდა აწარმოო. ყოველთვის მივესალმები მოლაპარაკებას, პოლიტიკოსი ვარ, სტალინი და ჰიტლერიც ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ ამთთან მოლაპარაკება, გარდა იმისა, თუ როგორ წავლენ, ღალატია! ამიტომ, საკითხი ასე დგას: იქნება ერთიანი ფრონტი? _ იქნება შედეგი! არ იქნება და, ქვეყანას დავკარგავთ და ხალხს საბოლოოდ გავწირავთ!
– არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად და პოლიტიკურ ბრძოლაში შედეგის მისაღწევად, ასევე, აუცილებელია ოპოზიციის სწორი საგარეო პიარი, რაშიც, რბილად რომ ვთქვათ, `ნაცმოძრაობა~ იგებს…
– მსოფლიო ანგარიშს ფაქტობრივ მდგომარეობას უწევს _ თუ მსოფლიო ნახავს, რომ საზოგადოება დაშინდა და პოლიტიკური სპექტრი გაიყიდა, მაშინ თავს რატომ შეიწუხებს? იმაზე, რაც ევროსაბჭოში მოხდა, დაფიქრება გვმართებს. როცა დასავლეთთან ვლაპარაკობთ, ოპოზიციას მეტი მომზადება გვჭირდება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა ჯონ ბასმა, რომელიც პოლიტიკოსებმა და მედიამ ვერ `დაიჭირეს~. სიტყვასითყვით გავიმეორებ ბასის ნათქვამს: `მე საქართველოში იმდენად დიდი ხანია ვიმყოფები, ვხედავ, რა დიდი განსხვავებაა შეხედულებებსა და ფაქტებს შორის.~ ამით ბასმა ღიად გვითხრა, როცა პოლიტიკური ძალები შეხედულებებს მიზიარებდნენ, ფაქტები ამას არ მეუბნებოდნენო.
ოპოზიციამ დასავლეთთან მხოლოთ ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ. როცა ვთქვი, რომ პრეზიდენტი ელიტურ კორუფციაში ჩართულია და ამის ფაქტებიც დავდე, ყველა დაინტერესდა და, როგორც სერიოზულ კაცს, ისე დამელაპარაკენ. ამას მანამდეც გავიძახოდი, მაგარმ არავინ მისმენდა. ფაქტების წარდგენამ კი, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია _ დეტალების დასაზუსტებლად საელჩოებიდან მირეკავდენ…
კადრები აქვს `მაესტროს~, თუ როგორ სცემენ წინასაარჩევნო პერიოდში მაღალჩინოსნები ხალხს. ეს ხომ უკვე ფაქტია, რომლის წარდგენაც ევროსაბჭოში შეიძლებოდა. ამის გამო კოლეგების კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ ამ კუთხით გააქტიურება გვმართებს. ისე, იმდენი ვქენი, რომ ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტის კორუმპირებულობაზე. ეს ორი კვირის წინ მოხდა. მან კი უპასუხა, დიახ, ბაღათურიამ გადმომცა დოკუმენტები ელიტური კორუფციის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ, რადგან ორი დღეა, ჩამოვედიო. დიპლომატს მეტ რეაქცია ვერც ექნება _ ის პროკურორი ხომ არა
– ბოლოს, ბატონო ჯონდი, პრეზიდენტთან ღია დაპირისპირების შემდეგ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს მიმართ ხალხის ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ანუ უფრო წონიანი პოლიტიკოსი გახდით?
– ნდობა ბევრგზის გაიზარდა და ამას ნამდვილად ვგრძნობ. ისე, ადამიანის მადლიერი სახეების დანახვა ყველანაირ წონაზე მეტია და ამისთვის ნებისმიერთან დაპირისპირება და თავგანწირვა ღირს. მრავალჯერ მოტყუებული საზოგადოება ოპოზიციას იმედით შემოგვყურებს. ამიტომ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გვაქვს უფლება, ეს იმედი გავუცრუოთ და მხოლოდ იმიტომ არ გავერთიანდეთ, რომ ქვოტებზე ვერ შევთანხმდით. ეს ყველაზე დიდი უსინდისობა იქნება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას გავუკეთოთ. ბრძოლის ველზე ბოლომდე გენერლები და ჯარისკაცები რჩებიან. მე ამ ბრძოლაში ჯარისკაცი ვარ!
ესაუბრა მაკა დეკანოსიძე
„ქართული სიტყვა“
გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემა „არგუმენტზე“ http://www.argumenti.ge

3
496
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
496
  
2012, 17 ივლისი, 17:23
გემოვნებაზე ვერ ვიკამათებ :)
2012, 17 ივლისი, 17:21
საკმაოდ სიმპატიურია რეალში
2012, 17 ივლისი, 16:50
ეხ ბატონო ჯონდო.... საქართველოს არ ვიცი, მარგამ თქვენ თმას ნამდვილად აღარაფერი ეშველება :) :) :) :)
0 1 3