საგამოცდო კონსპექტები - ბიოლოგია - პლაზმური მემბრანა
პლაზმური მემბრანა
პლაზმური მემბრანა - ბარიერი, რომელიც უჯრედის შიგთავსს გარემოსგან გამოყოფს. ეს უთხელესი აპკია(75ნმ), რომელსაც კონტაქტი აქვს გარემოსთან.
⦁ აგებულება-შედგენილობა
პლაზმურ მემბრანას - თხევად მოზაიკას ადარებენ. თხევადი ნაწილი ფოსფოლიპიდების ორმაგი შრეა (ორ შრედ არის განლაგებული-ლიპიდური ბიშრე), რომელშიც გაბნეულია ცილები.
1. ფოსფოლიპიდის მოლეკულას აქვს ჰიდროფილური(წყალში ხსნადი) თავი და ჰიდროფობური - კუდი
ჰიდროფილური თავი მოქცეულია - თხევადი გარემოსკენ, ჰიდროფობური კუდები - ერთმანეთისკენ.
ერთი შრის ფოსფოლიპიდების პოლარული თავები - უჯრედის გარეთაა მიმართული.
მეორე შრის ფოსპოლიპიდების პოლარული თავები - ციტოპლაზმისკენ.
ამ გზით მემბრანა ორ წყლიან გარემოს - ქსოვილურ სითხესა და ციტოპლაზმას მიჯნავს ერთმანეთისაგან.
*მაღალ ტემპერატურაზე ფოსპოლიპიდების მოძრაობის სიჩქარე იზრდება. ამ დროს მემბრანა თხევადდება*დაბალ ტემპერატურაზე მათი მოძრაობა მცირდება და მემბრანა შედარებით მყარდება.
![საგამოცდო კონსპექტები - ბიოლოგია -
პლაზმური მემბრანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201902/2019021714205284750.png)
2. ცხოველური უჯრედის მემბრანაში შედის რთული ლიპიდი - ქოლესტეროლი (ქოლესტერინი).
ქოლესტერინის მოლეკულები უზრუნველყოფენ მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კონსისტენციის შენარჩუნებას. ე.ი მემბრანის მიკროსიბლანტესა და განვლადობას.
*ტემპერატურის გაზრდისას ისინი ზღუდავენ ფოსფოლიპიდების ზედმეტ მოძრაობას(ანუ ხელს უშლიან მემბრანის გათხევადებას). *ტემპერატურის დაწევისას ქოლესტერინის მოლეკულები არ აძლევენ საშუალებას მეზობელი ფოსფოლიპიდების კუდებს, ერთმანეთთან შეეწებონ და მემბრანა გამყარდეს(რეგულატორული ფუნქცია).
![საგამოცდო კონსპექტები - ბიოლოგია -
პლაზმური მემბრანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201902/2019021714235084750.jpg)
3. მემბრანაში განლაგების მიხედვით ორი ჯგუფის ცილა წარმოდგება:
ა)გამჭოლი(ინტეგრალური) - ისინი მთლიანად განჭოლავენ ლიპიდურ ბიშრეს. ისინი ქმნიან არხებს, რომელთა საშუალებით ხდება ნივთიერებათა მიმოცვლა უჯრედსა და უჯრედშორის სივრცეს შორის.
ბ)პერიფერიული ცილები კი - ძირითადად მოთავსებულია ლიპიდური ბიშრის ზედაპირზე ან ციტოპლაზმის მხარეს. პერიფერიული ცილები ცილა-გადამტანების, რეცეპტორებისა და ფერმენტების ფუნქციებს ასრულებენ.
![საგამოცდო კონსპექტები - ბიოლოგია -
პლაზმური მემბრანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201902/2019021714191184750.jpg)
4. ზოგიერთ ცილას(რომელიც გაბნეულია მემბრანაში) უკავშირდება რთული დატოტვილი ნახშირწყლები. ასეთ ცილებს ეწოდება გლიკოპროტეინები.
5. პლაზმურ მემბრანაში გვხვდება ნახშირწყლებიც ლიპიდებთან(გლიკოლიპიდები) და ცილებთან(გლიკოპროტეინები) დაკავშირებული სახით.
⦁ პლაზმური მემბანა - ფუნქციები
I. ბარიერული - აქვს შერჩევითი განვლადობა, არეგულირებს უჯრედსა და გარემოს შორის ნივთიერებათა აქტიურ და პასიურ ცვლას.
II. სატრანსპორტო - ნივთირებები მემბრანის გავლით შედიან და გამოდიან უჯრედიდან.
III. მექანიკური - მიჯნავს უჯრედს გარემოსგან, უზრუნველყოფს უჯრედის ავტონომიურობას და ამყარებს კონტაქტს მეზობელ უჯრედებთან
IV. რეცეპტორული - მემბრანიც ცვლა, რეცეპტორები ამოიცნობენ ამა თუ იმ ნივთიერებას.
V. ფერმენტული - ზოგიერთი ცილა, რომელსაც მემბრანა შეიცავს ფერმენტულია.
VI. მემბრანის საშუალებით უჯრედში იონების მუდმივი კონცენტრაცია ნარჩუნდება. VII. მარკერ-ანტიგენი - მათი დახმარებით მეზობელი უჯრედები ერთმანეთს ამოიცნობენ(მაგ. გლიკოპროტეინები). ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი და უცხო ანტიგნების ამოსაცნობად.
![საგამოცდო კონსპექტები - ბიოლოგია -
პლაზმური მემბრანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201902/2019021714271384750.png)