საზოგადოება თუ გინდათ გაიგოთ, როგორ შეიძლება 13 მილიონი მოიგო და შეშის მჭრელად იმუშაო, უნდა ჰკითხოთ ამ ახალგაზრდას 2019, 16 თებერვალი, 16:39 2002 წელს, ინგლისში, ნორფოლკის მკვიდრს, ყოფილ მეეზოვეს, 19 წლის მაიკლ კაროლს წარმოუდგენლად გაუმართლა - მან 13 მილიონი დოლარი ლატარიაში მოიგო. ეს ადამიანი გახდა ცნობილი, არა შემდგომი წარმატებით, არამედ, სკანდალებით, ძალადობრივი ქცევებით და გიჟური შეჯიბრებებით. ის გამვლელებს თავს ესხმოდა მანქანის ფანჯრიდან და შემდეგ სასამართლო პროცესზე მიდიოდა ძვირფასეულობაასხმული და ძვირფასი ლუდით ხელში. მაგრამ ყველაფერ კარგს აქვს დასასრული ადრე თუ გვიან. ათი წლის შემდეგ, მაიკლ კაროლს ფულადი რეზერვი გამოელია. მან გადაწყვიტა ცხოვრების ნულიდან დაწყება: ის შოტლანდიაში გადავიდა და იყიდა პატარა სახლი. იშოვა სამუშაო, სადაც ის ყოველდღე ფეხით მიდის. 12 საათიან სამუშაო ცვლაში ის ჭრის შეშას, რაშიც საათში უხდიან 13 დოლარს. ამის მერე უნდა გამოწვას ქვანახშირი და მიაწოდოს მომხმარებელს. ვერავინ ვერ ცნობს მაიკლს, რადგან, მისი სახე მუდმივად მურით დაფარულია. ათი წლის გართობის შემდეგ, 35 წლის მამაკაცს არც სახლი აქვს და არც მანქანა, მაგრამ ის იმედს არ კარგავს. როგორც მოვიდა და ისე წავიდა, ამბობს მაიკლი. მას ახლა ის უხარია, რომ აქვს სამუშაო. " მე ხშირად მეკითხებიან, როგორი განცდაა დაკარგო ამდენი ფული? მაგრამ მე ხომ არ დამიკარგავს, მე ის დავხარჯე!" - ამბობს მაიკლი მაიკლი დღემდე ყიდულობს ლატარიის ბილეთებს. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ თუ ის კვლავ მოიგებს, არ გაიმეორებს წარსულის შეცდომებს და უფრო მოკრძალებულად იცხოვრებს. 726 2-ს მოსწონს
|