ტენდენციები 2019 წლის მთავარი აქსესუარები და ჩაცმულობა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გაზაფხულიდან იქნება 2019, 15 თებერვალი, 21:29
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებს ბრენდები ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე სთავაზობდნენ მომხმარებელს. ამ მხრივ დიდ ყურადღებას იმსახურებს აქსესუარები, რამდენადაც იგი ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით უსვამს ხაზს სტილის ინდივიდუალურობას.
2018 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდურ აქსესუარად დასახელდა დიდი წრის, სამკუთხედის, კვადრატის ფორმის, ასევე, გრაფიკული ნიმუშებით გაფორმებული საყურეები.
2019 წლის ყველაზე მოდური აქსესუარია ყელსახვევი, ყელსაბამი (ძირითადად ტყავის), რომელიც შეიძლება, იყოს სხვადასხვა ქსოვილის, ფერისა და დიზაინის.
გერმანელ მოდის ექსპერტთა თქმით, ყელსახვევი უფრო აქტიურად გამოიყენებოდა გასულ საუკუნეებში, თუმცა 2019 წელს იგი ბრუნდება და უფრო მეტიც, წლის მთავარი აქსესუარის ადგილს იკავებს. გერმანული გამოცემა "ბენტო" წერს, რომ "საუკუნეების წინ ყელსახვევს მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა, მას მონებს აბამდნენ, თუმცა დღეს ის უკვე საუკეთესო აქსესუარად იქცა და დიდი პოპულარიზაციაც ჰპოვა". გერმანელი დიზაინერები აცხადებენ, რომ "ნებისმიერი ნაჭერი თუ აქსესუარი შესაძლოა, იქცეს ინსპირაციად და საბოლოოდ საუკეთესო აქსესუარი მივიღოთ".
2019 წლის მოდის ტედენციები არაა შეზღუდული ფერებში, სამოსთა და აქსესუართა ზომაში. დიდ კოსტიუმებზე აქტუალური იქნება სხვადასხვა ფერისა და ზომის ქამრები, ზოგადად აქსესუარები.
ყელსახვევთან ერთად, 2019 წლის მთავარი აქსესუარებია: =თავსაბურავები. ბრუნდება რეტროქუდები ვუალებით, რომლებიც განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენენ 2019 წლის გაზაფხულზე, მარტიდან. ასევე, მოდური იქნება თავზე გადასაკვრელი თმის სამაგრი, ე.წ. "აბადოკი", ბანტითა და თვლებით (ვუალ-აბადოკი).
=მიკრო ჩანთები - სხვადასხვა ფერის პატარა წელის ჩანთები (ოქროსფერი, ყავისფერი, შავი, თეთრი..) კვლავ რჩება მოდურ აქსესუარად. იგი ერთდროულად ერგება სპორტულ და კლასიკურ სტილს, თანაბრად უხდება საღამოს კაბას, მაქმანებსა და ჯინსებს.მიკრო ჩანთები სატარებლად კომფორტულია და სულაც არაა აუცილებელი ტანსაცმლის ფერსა და ქსოვილს შეესაბამებოდეს, მათი თავისთავადი ღირებულება დიდია. ტრენდულია ბევრი ჩანთა ერთად (მაგ: ერთდროულად დიდი და პატარა ჩანთა).
=2019 წელს ბრუნდება დიდი ჩანთებიც - თეთრი, შერეული ანუ ჭრელი, ყვითელი, ყავისფერი, შავი, შავ-თეთრი.. (ბაზრის ხელჩანთასავით, ზურგჩანთა), დიდი წარწერებით.
=დიდი სათვალეეები (მუქი შავი, იასამნისფერი გამჭვირვალე, ერთდროულად თავსაბურავი და თეთრი ფერის დიდი სათვალე) - წინა წლებში ტრენდული იყო წვრილი, კატის ფორმის, ასევე, ე.წ. მატრიცას სათვალეები, 2019 წელს კი მოდურია ძალიან დიდი სათვალეები, რომელთაც ხუმრობით "თვალების ფარდებსა და დარაბებსაც" კი ეძახიან.
=ქოშები ბუმბულებით - 2019 წლის გაზაფხულიდან აქტუალურია ფეხსაცმელები განსხვავებული ქუსლებით, წვეტიანი ცხვირებით, პლატფორმებით, თუმცა განსაკუთრებით მოდურია ქოშები ბუმბულებით, თოკებით (შავი სადა, ლურჯი ბუმბული, წვეტიანი ქოში ბუმბულით).
=დაკერებული დიდი ჯიბეები - 2019 წელს აქტუალურია დაკერებული დიდი ჯიბეები, რომლებიც შეიძლება, ამშვენებდეს როგორც შარვალს, ისე გარდერობის სხვა ნივთებსაც (კაბას, მანტოს). მოდურია ქვედაბოლოების უზარმაზარი ჯიბეები, რომელთა სიგრძეც მოკლე კაბისაზე მეტია. ასევე, მოდურია რამდენიმე დიდი ჯიბე (თუნდაც 4) მანტოებზე.
= თხელი გრძელი ხელთათმანები - მოდური იყო 50-60-იან წლებში, კაბებს უხამებდნენ, თუმცა 2019 წელს განსაკუთრებით ტყავის მანტოებისა და კოსტიუმების ფერსა და სტილს უნდა შეესაბამებოდეს.
=კოლგოტები და კოლგოტის წინდები, რომელიც უკვე ღია ფერის ფეხსაცმელებზეც შეგიძლიათ, ჩაიცვათ. 2019 წელს ღია საგაზაფხულო და საზაფხულო ფეხსაცმლებიდან კოლგოტის გამოჩენა არათუ უხერხული აღარაა, არამედ მოდურიცაა.
ფერადი პრინტები - 2019 წელი გამოირჩევა ფერთა სიუხვით და ჩაცმულობაში ამ მხრივ შეზღუდვები მოხსნილია, 2019 წლის პრინტების მიქსი ერთმანეთთან ორგანულად უხამებს ყვავილის სურათს, ნათელ ნეონსა თუ ცხოველის პრინტს.
=საწვიმრები, ე. წ. ლაბადები - ადვილად შეიძლება, შეუხამდეს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ქვედაბოლოებსა თუ სპორტულ სამოსს. გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია მისი გამოყენება.
=სპორტული შორტები - უნდა შეეხამოს მოკლე ქვედაბოლოს ან კლასიკურ კოსტიუმს, რათა სპორტსმენის ჩაცმულობას არ დაემსგავსოს.
=ბერმუდი-შორტები - ესაა მუხლებამდე სიგრძის შორტები თავისუფალი ნაკეცებით, რომელიც ერთდროულად მოსახერხებელია ოფისში მუშაობისა და არაფორმალური შეხვედრებისთვის.
=მსუბუქი მრავალშრიანი კაბები, რომელსაც რომანტიკის ელფერი დაჰკრავს, თუმცა, ძველი ეპოქისაგან განსხვავებით, 2019 წელს მისი სიგრძე არა შეზღუდული (არაა აუცილებელი, ფეხსაცმელებს ფარავდეს).
137 შეფასება არ არის
|