x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“
ფუნთუშა იმდენად ჰაეროვანი და გემრიელი გამოვა, რომ თქვენ ერთი ჩაკბეჩით შეგიყვარდებათ და ოჯახის წევრებიც მის მომზადებას არაერთხელ მოგთხოვენ.

image

Tangzhong (ტან ჯუნი) - ჩინური მეთოდი ცომის მოსაზელად. ასეთი მეთოდის გამოყენების შემდეგ პროდუქტი ძალიან რბილი და ფუმფულა გამოდის. დიდხანს არ ფუჭდება და არ იფშვნება.


ინგრედიენტები:


ტან ჯუნისთვის:

100 მლ რძე

20 გრ ფქვილი


ცომისთვის:

160 მლ თბილი რძე

2 ს/კ შაქარი

7 გრ მშრალი აქტიური საფუარი (ან 21 გრ ახალი)

350 გრ ფქვილი

1 ჩ/კ მარილი

1 კვერცხი

1 ს/კ რბილი კარაქი


ფუნთუშის წასასმელად:

1 კვერცხი


შიგთავსისთვის:

3-4 ს/კ ყავისფერი შაქარი

0, 5 ჩ/კ დარიჩინი

2 ს/კ კარაქი


ტან ჯუნის მომზადება:

1.ფქვილი და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ერთმანეთს აურიეთ.

2.საშუალო ცეცხლზე დადგით და აურიეთ, გასქელებამდე მიიყვანეთ. არ აადუღოთ. კონსისტენცია პუდინგს უნდა გაგონებდეთ.

3.ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.

რჩევა: ტან ჯუნი მაცივარში შეგიძლიათ 2-3 დღე შეინახოთ. გამოყენების წინ რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

ყურადღება! ტან ჯუნის ფერი თუ ნაცრისფერი გახდა, ე.ი. გაფუჭდა და მისი გამოყენება არ ღირს.


ფუნთუშების მომზადება:

1.თასში შაქარი, რძე (37 გრადუსამდე გაცხელებული), საფუარი აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ, რომ საფუარი ამოვიდეს.

2.ფქვილს მარილი, კვერცხი, საფუარის ნარევი და გაგრილებული ტან ჯუნი დაუმატეთ. ცომი 7-10 წუთით მოზილეთ.

3.ცომს კარაქის ნაჭერი დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით მოზილეთ. ცომი თბილ ადგილას 1, 5 საათით დატოვეთ.

4.მზა ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ და თანაბარ ნაწილებად გაყავით.

5.თითოეულს ოვალის ფორმა მიეცით და გამდნარი კარაქი ფუნჯით წაუსვით, შემდეგ შიგთავსი მოათავსეთ და ფუნთუშის ფორმები მიეცით. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 1 საათით ამოსვლა აცადეთ.

6.მანამდე ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ. ფუნთუშებს კვერცხი წაუსვით და 20 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მოვხარშოთ მაკარონი სწორად


ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს


როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში


სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება


“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?


მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში


გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!


როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები


სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!


5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2198
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0