სხვა რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი? 2019, 15 თებერვალი, 15:14 ინტერნეტ-ჟურნალმა, ბიზნეს ინსაიდერმა გაარკვია, რომ სამსახურის მაძიებელთა ტანსაცმლის ფერი გასაუბრების შედეგზე გავლენას ახდენს. ინტერვიუ დიდხანს არ გრძელდება და ხშირად დამსაქმებელი არა მხოლოდ თქვენს ნათქვამს, არამედ გარეგნობასაც ყურადღებას აქცევს.
ცოტა ხნის წინ Career Builder-ში 2099 დამსაქმებელი გამოჰკითხეს. როგორც გაირკვა, გასაუბრების დროს ყველაზე საიმედო ვარიანტი კლასიკურად ჩაცმაა - კლასიკური ნეიტრალური შავი ან ლურჯი ფერის არჩევა. ყველაზე არასასურველ ფრად ნარინჯისფერი დასახელდა.
ნახეთ, რა თვისებაზე საუბრობს ტანსსაცმლის ესა თუ ის ფერი. ვიმედოვნებ, სწორად შერჩეული გარდერობი სამსახურის მაძიებლებს დაეხმარება.
შავი: ლიდერის უნარები შავი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ სხვებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი გაქვთ. მომავალი მენეჯერისთვის იდეალურია. ლურჯი: მზად ხართ გუნდში მუშაობისთვის უფრო ლიბერალური, ვიდრე შავი. გუნდთან თქვენს აქტიურ თანამშრომლობას ხაზს უსვამს. ნაცრისფერი: ანალიტიკური მუშაობა ნეიტრალური, მაგრამ უკიდურესობის გარეშე. ეს ფერი აჩვენებს, რომ თქვენ რთული ამოცანების გადაჭრა შეგიძლიათ. თეთრი: ორგანიზების უნარი თეთრი ფერი ხშირად იმაზე საუბრობს, რომ თქვენ ზედმეტის მოძებნის უნარი და გეგმის მიხედვით ცხოვრება შეგიძლიათ. ყავისფერი: მართვის უნარი ეს ფერი არც თუ ისე ცუდია იმ თანამდებობისთვის, სადაც ხელმძღვანელზე დაქვემდებარება არის საჭირო. წითელი: ძალა არასასურველი ფერი მათთვის, ვინც ახალ ადგილას საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა. თუმცა დაწინაურებისთვის გამოგადგებათ. ყვითელი, მწვანე, მეწამული და სხვა ფერები: კრეატიულობა შემოქმედებითი ვაკანსიის დასაკავებლად შესანიშნავი ფერებია. თქვენს თავისუფლებას და ინოვაციურობას ხაზს უსვამს. გასაუბრების დროს წარმატებას გისურვებთ! ასევე დაგაინტერესებთ: რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
701 1-ს მოსწონს
|