ფსიქოლოგია 22 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან 2019, 21 თებერვალი, 22:08 1. საშინელია მეფეთა რისხვა. არავის ყურს არ უგდებენ, მათ წინაშე კი ყველამ უნდა მოიდრიკოს ქედი. ვის შეუძლია მოთოკოს მათი მძვინვარება? 2. ზომიერება - რა ტკბილად ჟღერს თვითონ ეს სიტყვა! ცხოვრებაში კი არაფერია მისი ფასი! 3. რა იქნებოდა, სიმღერით რომ შეიძლებოდეს უმკურნალო კაცთა სატკივარს.ლხინის დროს რა აზრი აქვს სიმღერას ან მუსიკობას? საზეიმოდ გაშლილი სუფრა უმისოდაც კარგად ალხენს მომაკვდავთა გულს. 4. მაცდურია მოკვდავთა თვალი, ვერ არჩევს მრუდსა და მართალს, ჩვენ კი სწორედ ერთი შეხედვით, ზერელედ ვმსჯელობთ იმაზე, ვის სულშიაც არ ჩაგვიხედავს, და ვგმობთ იმას, ვინც ჩვენ გმობას არ იმსახურებს. 5. ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლქმრობის უღელს. თუ არადა სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს. 6. სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანხავაც კი აძრწუნებს. მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და შეუბლახეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს. 7. კაცს თუ ჭკუა აქვს, დიდ ცოდნას არ მისცემს შვილებს, რათა ხალხის შურს განარიდოს. 8. რამდენად უფრო ადვილია გულფიცხი ქალის, გინდ კაცისაგან დაიცვა თავი, ვიდრე ერიდო ფრთხილსა და ვერაგს. 9. რა ძვირად გვიღირს სიყვარული უბრალოდ მოკვდავთ. 10. ბედისწერა განაგებს ყოველს. 11. უბედურს და ღარიბ-ღატაკს მეგობრებიც გაურბიან. 12. ზოგს შეიძლება ერთ საქმეში სწყალობდეს ბედი, სხვას -მეორეში, მაგრამ ბედნიერს ვერავის ჰპოვებ. 13. ყველა მოკვდავი, ბედნიერიც კი, საბოლოოდ უბედურია. არასოდეს არავინ ბედნიერი არ შობილა. 14. სათნოების მტერია ენა. 15. მწირის სიცოცხლე მირჩევნია, მკვდრისა დიდებას. 16. უქმოობით და მხოლოდ ღმერთის ხსენებით, ჯერ არ უშოვია სარჩო ძეხორციელს. 17. კაცობის განსაზღვრა თუ გინდა, ზუსტ ნიშნებს ვერასოდეს დაადგენ, რამეთუ ჰყოლია მამას კეთილშობილს შვილი არამზადა და კაცი კეთილიც შობილა ავისგან. 18. კანონის მორჩილება ბრძენთათვის მხოლოდ მონობაა და ბორკილები. 19. მრისხანე ბრბოს მძვინვარებას თავს ვერ დააღწევ, ის ხანძარია - ვერ ჩააქრობ! და თუ დაუთმობ, თუ სიმშვიდით გადაიტან მის მძვინვარებას, ოდეს დაცხრება, მაშინ უნდა იხელთო დრო და მიიღებ კიდეც რასაც ითხოვ. 20. სიკვდილ-სიცოცხლე. რა მოკლედ ითქმის, მაგრამ რაოდენ ღრმა აზრი დევს ამ ორ სიტყვაში. 21. ბრძენ მეგობარზე დიდებული მერწმუნეთ არც სიმდიდრეა და არც მეფის ტახტი. 22. ხამს დათმენა გულისწყრობისა: ბრძენი კაცისგან არ ეგების სიფიცხის ჩენა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>21 რეალობა ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება ემოციური წერილი, რომელიც სალომე ქემაშვილმა დატოვა -5 კილოგრამი 10 დღეში - გრეიფრუტის დიეტა სამზარეულოში დამონტაჟებულმა კამერამ, გარდაცვლილი შვილის მოჩვენება დააფიქსირა... 502 5-ს მოსწონს
|