სხვა ამერიკაში გაიმართა ქორწილი, სადაც სტუმრებს საკუთარი საპატარძლო კაბები ეცვათ 2019, 14 თებერვალი, 8:10 ამერიკელ მსახიობს ოდრი მურს სრულიად ორიგინალური იდეა მოუვიდა საკუთარ ქორწილში, პატარძალამა სტუმრებს სთხოვა ქორწილში იმავე კაბებით მოსულიყვნენ, რომელი ქორწილის დროს ეცვათ. ქორწილი, ეს ხომ განსაკუთრებულად გამორჩეული დღე არის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ ეს შეგრძნება სურდა განეცადათ კიდევ ერთხელ ოდრი მურის სტუმარ ქალებს ქორწილში. "მათ ქორწილებში ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს, რა ლამაზად გამოიყურებოდნენ საქორწილო კაბებში. ამიტომ, მსურდა, რომ მათ კვლავ ჰქონოდათ შანსი ჩაეცვათ ეს კაბები. ერთდროულად ამდენი პრინცესას ნახვა საამური იყო" - განაცხადა ოდრი მურმა. ვინც გაუთხოვარი იყო და საქორწილო კაბები არ ჰქონდათ, მეგობრებს ან ოჯახის წევრებს თხოვეს და მათი კაბებით წავიდნენ ქორწილში. მსახიობი ოდრი მური(Audrey Moore) სატელევიზო სერიალებში თამაშობს, ამერიკელი მაყურებელი უფრო იცნობს სერიალიდან Godless(2017) 111 5-ს მოსწონს
|