x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კაცი, რომლიც ყოველდღე უსახლკაროებს კვებავს

ბრიან ბირკეტიფოტოზე: ბრიან ბირკეტი უპოვართათვის განკუთვნილ სადილს კონტეინერებში ათავსებს


დუბლინში მცხოვრები პენსიონერი თავისი პენსიით ყოველღამ 50 პორცია სადილს ამზადებს უსახლკაროებისთვის.


მამაკაცს ბრიან ბირკეტი ჰქვია და ის საკუთარი ინიციატივით მუშაობს ორგანიზაციისთვის, სახელწოდებით, "გამოწვდილი ხელი, " რომელიც თავადვე დააფუძნა და რომელიც დუბლინში მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისთვის საკვებს და საძილე ტომრებს აგროვებს.


"მოხარული ვარ, რომ სამზარეულოში ფუსფუსი მეხერხება. მზარეულობა ერთმა ამ საქმეში დახელოვნებულმა ინდოელმა მასწავლა, " - ამბობს ბრიანი. "ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ უპოვართათვის ცხელი კერძი შემიძლია მოვამზადო."



კეირა ჯილი, რომელიც თავადაც ორგანიზაცია "გამოწვდილი ხელის" თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ ბრიანი ძალიან ბევრს მუშაობს მათი ორგანიზაციისთვის და როცა ვინმეს დახმარება სჭირდება, ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს.


ბრიანის ისტორიამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო და შედეგმაც არ დააყოვნა: დღეისათვის "გამოწვდილი ხელი" სულ უფრო მეტ შემოწირულობას იღებს სრულიად უცხო ადამიანებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0