x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ალბერ კამიუს სულისშემძვრელი სიტყვები/ციტატები, რომლებზეც ბევრი ფიქრია საჭირო

ალბერ კამიუს სულისშემძვრელი სიტყვები, რომლებზეც ბევრი ფიქრია საჭირო


image


⦁ სწორედ ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს.


⦁ სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.


⦁ ქვეყნად არსებული ბოროტება ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება.


⦁ ადამიანები მეტ-ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და თავს მკვლელობის ნებას აძლევს.


⦁ თუკი ამ ქვეყნად არსებობს რაღაც, რისკენაც მუდამ უნდა მიელტვოდეს კაცი და რასაც ზოგჯერ მოიხელთებენ კიდეც - ეს ადამიანური სინაზეა.


⦁ ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო გაიგო თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.


⦁ ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინაა, დიახ, არავინაა მისგან დაზღვეული.


⦁ ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.


⦁ სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.


⦁ ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა - რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება.


⦁ მომხიბვლელობის ძალა, ხომ იცით, რა დიდია: თანხმობას მანამ გეუბნებიან, სანამ გარკვევით ითხოვდე რამეს.


⦁ ეჰ, მეგობარო, რა გონებაშეზღუდულნი არიან ადამიანები. ყოველთვის ჰგონიათ, რომ კაცი თავს მარტო ერთი რამის გულისთვის იკლავს. განა არ შეიძლება, თავს ორი, ან სამი რამის გამო იკლავდე? არა, ეს წუთითაც არ მოუვათ ფიქრად... როცა დავიხოცებით, ჩვენი სიკვდილით ისარგებლებენ და ჩვენს საქციელს რაღაც სულელურ საბაბს გამოუნახავენ.


⦁ უთუოდ ფიქრობდნენ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერი კაციაო. ამას კი არავინ გაპატიებს. ბედის მადლიერი კაცის იერი თუ გაქვს, ვირები ცოფდებიან.


⦁ ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.


⦁ ყველანი გამონაკლისები ვართ. ყველას რაღაცის გასაჩივრება სურს! ყველას სწადია, უცოდველად ჩათვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თუნდაც ამისთვის ცისა და მიწის დადანაშაულება მოუხდეს.


⦁ ვერასოდეს გახდებით ბედნიერი, თუკი გამუდმებით იმის ძიებაში იქნებით, თუ რაში მდგომარეობს ის. ასევე, ვერასოდეს იცხოვრებთ, თუკი ცხოვრების მიზანს დაუწყებთ ძებნას.


⦁ ვინც არაფერს გასცემს, არაფერი აბადია. ყველაზე მეტი უბედურება ის კი არ არის, რომ არავის უყვარხარ, არამედ ის, რომ შენ თვითონ არ გიყვარს.


image

0
665
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0