სხვა ცოცხალი მაქცია ინდოეთიდან 2019, 11 თებერვალი, 7:25
ლალიტ პატიდარი( Lalit Patidar) დაიბადა თანდაყოლილი ჰიპერტიქოზით-იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს თმის ამოსვლას არა მარტო სახეზე, არამედ მთლიან სხეულზე.
13 წლის მოზარდი, რომელიც ცხოვრობს რატლამში(ინდოეთი)ამბობს, რომ უკვე შეეგუა საკუთარ ყოფას, მიუხედავად იმისა, რომ მას თანატოლები გამუდმებით დასცინიან. "ხანდახან, როდესაც ქალაქის ხალხმრავალ ადგილზე ვიმყოფები ადამიანები მოდიან ჩემთან და მიყურებენ, ზოგი მაიმუნსაც მეძახის, იყო შემთხვევები, როდესაც სხვა ბავშვები ქვებს მესროდნენ და თან დამამცირებელ რეპლიკებს იძახდნენ"-აღნიშნავს ბიჭუნა და დასძენს, რომ "ჩემი ოჯახი და მეგობრები ასეთი ინციდენტების დროს ყოველთვის ცდილობენ მომეხმარონ და არ მისცენ უფლება ვინმეს დამცინოს ან დამამციროს" მიუხედავად საკუთარი გარეგნობისა, ბიჭუნა სულით არ ეცემა და მისი ოცნებაა პოლიციის ოფიცერი გახდეს, იმისთვის, რომ "ყველა ქურდი და დამნაშავე ციხესი ჩასვას" ბიჭუნას 5 და ჰყავს, ხოლო ლალიტი ნანატრი ბიჭია. "ჩვენ ხუთი გოგონა გვყავდა და ვლოცულობდით ყველა ტაძარში, რომ ბიჭი გვყოლოდა"-იხსნებს ლალიტას დედა-"როდესაც პედიატრს ვთხოვეთ ენახა ბავშვი, მან ჯერ ბავშვს თმები შეჭრა და შემდეგ გვითხრა, რომ ამ დაავადების წამალი არ არსებობს" სკოლაში ლალიტი კარგად სწავლობს, ამასთანავე აქტიურად არის ჩართული სპორტში, დღესდღეისობით სამწუხაროდ პრეპარატი ამ დაავადების წინააღმდეგ არ არსებობს. შარშან "გინესის წიგნის" რეკორდსმენი, როგორც მსოფლიოში ყველაზე თმიანი გოგონა, ტაილანდელი 17 წლის გოგონა, რომელიც ანალოგიური დაავადებით იტანჯება, გათხოვდა. იხილეთ ასევე:კონჩიტა ვურსტის წინაპრები 959 5-ს მოსწონს
|