საზოგადოებრივი სასმელების არევა ნაბახუსევზე არ მოქმედებს-მეცნიერების დასკვნა 2019, 11 თებერვალი, 7:13
ექსპერიმენტმა, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ალკოჰოლიური სასმელის რიგითობას.მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ნაბახუსევზე.
უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძლიერ ნაბახუსევს ვერ იწინასწარმეტყველებ ვერც სხეულის წონით და ვერც ალკოჰოლის მიღების გამოცდილებით:"ერთადერთი მიხვდეთ, რა დონის ნაბახუსევი გექნებათ მეორე დილით, ეს არის თუ რა რაოდენობის ალკოჰოლი მიიღეთ და გქონდათ თუ არა პირღებინება"-აღნიშნავს დოქტორი იორან კიოხლინგი. ექპერიმენტში მონაწილეობდა 90 მოხალისე, რომელიც სამ ჯგუფად დაყვეს, პირველმა ჯგუფმა ჯერ დალია 2, 5 პინტი ლუდი, შემდეგ კი ოთხი დიდი კათხა ღვინო, მეორე ჯგუფმა პირიქით-ჯერ ღვინო და შემდეგ ლუდი, ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს მხოლოდ ერთი სახეობის ალკოჰოლი მისცეს, ერთი კვირის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა ადგილები გაცვალეს, ხოლო საკონტროლო ჯგუფი ალტერნატიულ სასმელებზე გადაერთო, ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები ყოველ მონაწილეს დღე-და ღამე აკონტროლებდნენ, ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეები ავსებდნენ ანკეტას, სადაც აფასებდნენ ნაბახუსევის სიმძიმეს. ერთადერთი რაც დამტკიცდა ექსპერიმენტში ისაა, რომ რაც უფრო მეტს დალევთ და ამასთან ერთად თუ აღებინეთ კიდეც, მეორე დღეს ნაბახუსევი უფრო მძიმე იქნება. შარშან კიდევ ერთი მტკიცებულება წარმოგვიდგინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, ისინი ირწმუნებიან, რომ ნაბახუსევს საერთოდ არაფერი შველის, ხოლო ცხელი წვნიანი, მაგარი ყავა, წყალი, წამალი და ა.შ. ეს არის ყველაფერი მითი და თავის მოტყუება, მეორე დღეს დასუსტებული იმუნიტეტი თავად ერევა ნაბახუსევს და ორგანიზმიც ნელ-ნელა კალაპოტში დგება.
110 4-ს მოსწონს
|