x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან
image

ალბათ, ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია სიტუაცია, როცა მარკეტში პურის საყიდლად შევედით და უამრავი პროდუქტით დახუნძლულები გამოვედით. გაგვიმართლებს, თუ ამ პროდუქტებს შორის პურიც იქნება, თორემ მარკეტში წასვლა კიდევ ერთხელ მოგვიწევს. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?


სტატიაში წარმოგიდგენთ სიტუაციებს, როცა ადამიანები ყიდულობენ იმას, რაც სინამდვილეში არ სჭირდებათ და იმასაც გაგიმხელთ, როგორ აიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები.








1. დიდეროტის ეფექტი

image


დიდეროტის ეფექტი აღნიშნავს სიტუაციას, როცა ახალ ნივთს ყიდულობთ, ადარებთ ძველებს და ასკვნით, რომ მათაც განახლება სჭირდება. ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ყოველი ახალი ნივთი ოდესმე ძველი ხდება, თქვენ კი მისი ახლით ჩანაცვლების სურვილი მუდამ გექნებათ.


ამ სიტუაციას სახელი ფრანგი ფილოსოფოსის, დენის დედეროტის პატივსაცემად დაერქვა. ის მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ ერთხელაც ბევრი ფული აიღო და ულამაზესი სადედოფლო კაბა იყიდა, რომელიც იმდენად განსხვავებული იყო სხვა ტანსაცმლისგან, რომ ყველაფრის ახლით ჩანაცვლება მოუწია.


როგორ ვებრძოლოთ?

სანამ რამეს იყიდით, გაიაზრეთ, რისთვის გჭირდებათ, რა იმედები და მოლოდინები გაქვთ ამ ნივთთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ახალი მობილურის შეძენა გსურთ, დაფიქრდით, ის სამუშაოს უკეთ შესასრულებლად გჭირდებათ თუ იმისთვის, რომ ხალხს თავი მოაწონოთ?







2. სნობის ეფექტი

image

როცა რაღაცას მხოლოდ იმის გამო ყიდულობთ, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ, ეს სნობის ეფექტია. ბევრ ადამიანს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და განსხვავებული ტანსაცმელი სწორედ ისაა, რაც მათ ამ სიამოვნებას მიანიჭებს.


როგორ ვებრძოლოთ?

ჩამოწერეთ, რა გამოგდით კარგად და რით ამაყობთ. სია მოკლე არ იქნება, ნუ ღელავთ. გაიაზრებთ, რომ ტანსაცმელი არ არის ერთადერთი გზა ხალხის ყურადღების მისაპყრობად; შეიძლება, თქვენი განსაკუთრებული ხასიათის ან თვისების წარმოჩენა უფრო სასიამოვნო იყოს.







3. ბენდვაგონის ეფექტი

image

ეს სნობის ეფექტის საპირისპირო სიტუაციაა და მაშინ ხდება, როცა ადამიანი რაღაცას იმის გამო ყიდულობს, რომ მოდურია და ყველას აქვს. შეიძლება, ეს სულაც არ გიხდებოდეთ ან არ შეეფერებოდეს თქვენი ცხოვრების სტილს, მაგრამ მაინც იხდით ფულს, რათა ტენდენციებს არ ჩამორჩეთ.


როგორ ვებრძოლოთ?

სანამ რამეს იყიდით, ჰკითხეთ საკუთარ თავს "რატომ მინდა ამის ყიდვა?" შეიძლება, ესა თუ ის ნივთი მართლა მოგწონდეთ და მართლა გჭირდებოდეთ. ან შეიძლება, უბრალოდ, სხვა ხალხის გავლენის ქვეშ იყოთ.







4. ნივთები მომავლისთვის

image

ადამიანებს მოგვწონს პოზიტიური დამოკიდებულება. ამიტომაც არის, რომ ხშირად ტანსაცმელს მომავლისთვის ვყიდულობთ, მაგალითად ფულს ვიხდით 2 ზომით პატარა კაბაში და ვფიქრობთ, რომ ეს წონაში დაკლების მოტივაციას მოგვცემს. ან ვყიდულობთ ჩვენი ოცნების ფეხსაცმელს, როცა ყოველდღიურად ჩასაცმელი არ გვაქვს.


როგორ ვებრძოლოთ?

დაიმახსოვრეთ, ამა თუ იმ ტანსაცმლის შეძენა უფრო გამხდარს, მიმზიდველს ან ჭკვიანს არ გაგხდით. ამის მისაღწევად საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. მოდური და ძვირიანი ტანსაცმლის შეძენა ბედნიერ მომავალთან სიახლოვეს არ ნიშნავს.







5. იმპულსურად ყიდვა

image

ცუდი დღე გქონდათ და გადაწყვიტეთ, საყვარელ მაღაზიაში გაგევლოთ; ან საყიდლებზე წახვედით, რადგან სამსახურში ბონუსი ვერ აიღეთ. ეს ბუნებრივი რამაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შენაძენით მონიჭებული ბედნიერება მალე გაქრება, ნაყიდი ნივთი კი მიგავიწყდებათ და გაბრაზდებით, რადგან ამდენი ფული დახარჯეთ მასზე.


როგორ ვებრძოლოთ?

იმპულსური შოპინგი პოზიტიური ემოციების ნაკლებობითაა გამოწვეული. სცადეთ, იპოვოთ აქტივობა, რომელიც ხასიათის გამოკეთებაში დაგეხმარებათ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.







6. მარკეტინგული ხრიკები, რაც ქვეცნობიერზე ახდენს გავლენას

image

სასიამოვნო მუსიკა, თბილი ფერები, სახლის არომატი - მაღაზიაში ან მარკეტში შესვლისას ეს ყველაფერი ისე ახდენს ჩვენზე გავლენას, რომ ვერც ვხვდებით. როგორც წესი, შიგნით თბილა, თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ფანჯრებზეც ჩამოფარებულია ხოლმე. ვმშვიდდებით, დროის შესახებ გვავიწყდება და ვიწყებთ შოპინგს.


როგორ ვებრძოლოთ?

მარკეტში მაშინ წადით, როცა არ გშიათ, ყურსასმენები გაიკეთეთ და უსმინეთ თქვენს მუსიკას. ეს საუკეთესო გზაა მარკეტინგული ხრიკებისგან თავის დასაცავად.







7. ფასდაკლებები

image

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები იმას, რაც არ სჭირდებათ. მაღაზიები ხშირად გვთავაზობენ ორ ნივთს სამის ფასად ან 50%-იან ფასდაკლებას, რომელიც ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს. გვგონია, რომ საკმაოდ მომგებიანი შემოთავაზებაა, ამიტომაც ვყიდულობთ იმას, რაც სრულებით არ გვჭირდება.


როგორ ვებრძოლოთ?

განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ნივთებს ინახავთ - განათავსეთ ტანსაცმელი კარადაში და დარწმუნდით, რომ ის არ გადაიტვირთება.







8. იაფი საქონელი

image

ფულის დაზოგვის მიზნით შესაძლოა იმ ნივთის იაფფასიანი ანალოგი ვიყიდოთ, რაც რეალურად გვჭირდება. თუმცა, ეს სარგებლიანობა მოჩვენებითია. კარგი ჯინსი წლების განმავლობაში გამოგვადგება, ცუდი ხარისხის კი მალე გაიცვითება და ვიდს დაკარგავს, რის შემდეგაც ისევ ახლის ყიდვა მოგვიწევს.


როგორ ვებრძოლოთ?

არსებობს ასეთი გამოთქმა: "იყიდე კარგი ან იყიდე ორჯერ". თავიდან ფულის დაზოგვის გამო, შესაძლოა, მოგვიანებით გაცილებით მეტი დაგიჯდეთ ამა თუ იმ ნივთის შეკეთება. ამიტომ გაითვალისწინეთ, როცა რაღაცას ყიდულობთ, ფასის მაგივრად ხარისხს მიაქციეთ ყურადღება.







9. მოხერხებული კონსულტანტი

image

ბევრმა მაღაზიის კონსულტანტმა იცის, როგორ უნდა დაიმსახუროს მომხმარებლის ნდობა. მათ შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ ესა თუ ის ნივთი კარგი არაა და სხვა ბევრად სჯობს. კონსულტანტები მაღაზიაში არსებული ყველა პროდუქტის შესახებ ფლობენ ინფორმაციას, ამიტომაც არ გაუჭირდებათ ისეთი რამის შერჩევა, რაც თქვენს გემოვნებას მოერგება. მათი "წყალობით", შესაძლოა შოპინგი ერთის მაგივრად ათი მაისურის ყიდვით დაასრულოთ.


როგორ ვებრძოლოთ?

ყოველთვის გახსოვდეთ, რის შესაძენად მიხვედით მაღაზიაში და მიჰყევით თქვენს გეგმას. კარგი იქნება, თუ სასურველი ნივთის შესახებ წინასწარ მოიძიებთ ინტერნეტში ინფორმაციას, რათა მერე კითხვების დასმა შეგეძლოთ და ვერავინ მოგატყუოთ. მაღაზიის კონსულტანტები პირველ რიგში იმ ადამიანებთან მიდიან, რომლებსაც უჭირთ, გადაწყვიტონ, რა შეიძინონ - ასეთი მომხმარებლები ყველაზე მარტივად დასათანხმებლები არიან. მოხერხებული კონსულტანტებისგან თავის დაძვრენის კიდევ ერთი ხერხი შოპინგზე მეგობრებთან ერთად წასვლაა, რადგან რთული იქნება, კონსულტანტმა ყველა თქვენგანზე ერთნაირად მოახდინოს შთაბეჭდილება.






10. ჩვენი შიშები

image

შეიძლება, ჩავუაროთ მაღაზიის ვიტრინებს, საიდანაც სასურველი პროდუქცია გვიმზერს და ვიფიქროთ, რომ ამის შესაძენად მომავალში შესაძლოა ფული ან დრო აღარ გვქონდეს, ამიტომაც, საბოლოოდ, მას ვყიდულობთ. ამის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბავშვობაში მშობლები ყველაფრის ყიდვაზე "არას" გვეუბნებოდნენ.


როგორ ვებრძოლოთ?

წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში გიწევთ საცხოვრებლად გადასვლა. რა ნივთებს წაიღებდით თან? ალბათ, ბევრს არაფერს.

წაიღებდით ნივთებს, რომლებიც რეალურად გჭირდებათ, სხვა ყველაფერი კი უსარგებლოა. აჯობებს, ფული მოგზაურობაზე ან თქვენს ინტერესებზე დახარჯოთ, რაც გაცილებით დიდსა და სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.


ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში, როცა უსარგებლო ნივთის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს სტატია გაგახსენდებათ და გადაიფიქრებთ.


თავად დიდეროტმაც კი გააცნობიერა, რა ხაფანგში გაება და თავის ესეში Regrets on Parting with My Old Dressing Gown ასეთი რამ დაწერა: "იცოდეთ, რა ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს უცაბედმა სიმდიდრემ. ღარიბი კაცი შეიძლება მარტივად გავიდეს ფონს თავის გარეგნობაზე ზრუნვის გარეშეც, მაგრამ ფულიანისთვის რთულია, უარი თქვას თუნდაც ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე".







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ

image


2. ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს

image


3. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას

image

2
1366
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1366
  
2019, 19 თებერვალი, 11:09
მომეწონა ძალიან, გასათვალისწინებელი სტატიაა.
2019, 19 თებერვალი, 1:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2