საზოგადოება რატომ გახდა ბომჟი სუნამო"ოპიუმის" სახე მილიონერი მოდელი? 2019, 10 თებერვალი, 17:26 80-იანი წლების ბოლოს, ესპანელი ლამაზმანი ნასტასია ურბანო მრავალი ჟურნალის სახე გახდა, მათ შორის «Vogue»-სი. მოდელი გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა საფრანგეთის მოდის სახლის "Yves Saint Lauren."-ის ხელშეკრულებას. 1988 წელს ნასტასია გახდა ცნობილი პარფიუმერული სუნამოს "ოპიუმის" სახე. მან ამ პოსტზე შეცვალა ლინდა ევანგელისტი. დღეს ნასტასია არის 57 წლის და ის უსახლკაროა. მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა დაკარგა მთელი ქონება და სახლშ. მას გამოსაკვები ფულიც აღარ დარჩა და ქუჩაში მათხოვრობით და რამდენიმე მეგობრის დახმარებით ცხოვრობს. ყოფილი სუპერმოდელი თავის მშობლიურ ბარსელონას ქუჩებში ცხოვრობს და მას არაფერი აბადია, გარდა იმ ტანსაცმლისა, რომელიც აცვია. ნასტასია ურბანო ჩვეულებრივ ღამეს ათევს ბანკომატებთან. მისი წარსული დიდება, ინტერენეტში მხოლოდ მრავალრიცხოვანი ფოტოსურათით შეიძლება გავიხსენოთ. " როდესაც 20 წლის ვიყავი, ევროპიდან ნიუ-იორკში გადავედი. ვთანამშრომლობდი სამოდელო სახლ "Ford Models" - თან, რამდენიმე წელიწადი მიხდიდნენ მილიონ დოლარს, მაშინაც კი, თუნდაც მხოლოდ 20 დღე მემუშავა", - განუცხადა ნასტასიამ"Daily Mail"-ის სააგენტოს.. "მე მქონდა ლანჩი ჯეკ ნიკოლსონთან, რომან პოლანსკისთან და ენდი უორჰოლმთან, საღამოებზე დავდიოდი მელანი გრიფიტთან და დონ ჯონსონთან ერთად." მკვეთრი ცვლილება მოდელის ცხოვრებაში დაიწყო მას შემდეგ, როცა მოდელი შეხვდა თავის მომავალ ქმარს და შვილების მამას. ნასტასიას თქმით, ამ ადამიანმა მისი ცხოვრება დაანგრია. " ერთადერთი, რაც კარგი იყო ჩვენს ქორწინებაში, არის ჩვენი შვილები. ყველაფერი იყო საშინელება, ამბობს ურბანო. - ის ყველაფერში ჩემს ფულს ხარჯავდა. ჩვენი გაცნობისდან 2 დღეში მან მოინდომა ჩემი ფულით ეყიდა მანქანა, მე ჩეკი გამოვუწერე, მასზე სულელივით ვიყავი შეყვარებული."- აცხადებს ნასტასია. ქმარმა გააკოტრა მოდელი. მან საკუთარი სახლი გაყიდა და გადავიდა ერთი ბინადან მეორეში, სანამ არ მიხვდა, რომ მას არ შეეძლო ქირის გადახდა. ახლა ნასტასია ბავშვებთან არ ურთიერთობს, რადგან მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო სცხვენია. ყოფილილ ვარსკვლავთან ორი მოდელიღა მეგობრობს, რომლებიც ეხმარებიან. ნასტასია ოცნებობს ისევ ფეხზე დადგეს და იშოვოს საცხოვრებელი სახლი "მე მინდა ცხოვრება და არ გადარჩენისთვის ბრძოლა, " ამბობს ის. - მე დაღლილი ვარ მეგობრებისთვის ფულის გამორთმევით. ყველა ჩემმა მეგობარმა ზურგი მაქცია. მე არ მინდა ჩემს შვილებს სცხვენოდეთ ჩემს გამო, მინდა ისინი მხედავდნენ უზრუნველყოფილს. მინდა კიდევ ერთხელ დავდგე ფეხზე, რათა, მათ ჩემით იამაყონ." 1992 წელს მისი მონაწილეობით სარეკლამო ვიდეომასალა ლეგენდარულმა დევიდ ლინჩმა გადაიღო. რეჟისორმა ნასტასიას მოკლე ვიდეოში იმდენად ეროტიულად გადაიღო, რომ ბევრ ქვეყანაში მისი ჩვენება აკრძალული იყო. 582 1-ს არ მოსწონს
|