x
image
ბერდია
რელიგიური ხედვა ზოგიერთ თემაზე

„ადამიანების უმეტესობას უარყოფითი განწყობა დაუგროვდა ჩვენი ეკლესიის მიმართ. ეს რეაქციაა ჩვენს (მათ შორის ჩემს) ჩვენსავე წიგნთან (სახარებასთან) არა მსგავსებაზე.” ამბობს ერთ-ერთი რუსი წინამძღვარი

ვნებების მოთოკვა - ვინც რა ვნებას ამარცხებს სწორედ მას შეუძლია იმ ვნების მოთოკვა სხვა ადამიანში, ვინაიდან მან იცის რა გზით წაიყვანოს ამ ვნების თავიდან მოსაშორებლად.

ჩაცმულობას, პირსინგსა და ტატუირებას მაშინ აქვს ცოდვის ეფექტი თუ ამას მაცდუნებლის მოტივაცია აქვს.

ცოლ-ქმრული ურთიერთობის შედეგია გამრავლება და არა მიზანი, მიზანია ცხონება. ცოლ-ქმრობა ნიშნავს ერთი სისხლი და ხორცნი ხდებიან ადამიანები, აქედან გამომდინარე ცოლზე უფრო ძვირფასი ადამიანი კაცისთვის, ვისაც ნამდვილად უყვარს თავისი ცოლი არ არსებობს, ვინაიდან ის არის მისი ერთგავრი ალტერ ეგო ანუ „სხვა მე“- ერთგვარი თავისი თავი სხვაში, ეს არის ერთი მთლიანობა.


სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით,

მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის
და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები
მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე.

0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0