x
image
ბერდია
"ნუ ეძებ ღმერთის სახელს. ღმერთია მისი სახელი"

ვიკითხოთ, ყოველთვის ჰქონდა ღმერთს ეს სახელი თუ ქვეყნიერების
შექმნის შემდეგ "შეირქვა"? თუ ქვეყნიერების შექმნის შემდეგ შეირქვა, როდესაც ღმერთის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა, ამ სახელით მისი ამომცნობი ვინ უნდა ყოფილიყო? ხოლო, თუ იმ მიზეზით შეირქვა, რომ მომავალ ქმნილებას გაერჩია, მაშინ ვიკითხოთ - ვისგან? განა ღმერთი ერთი არ არის მთელ სამყაროში?

ღმერთმა მოსეს უთხრა თავისი სახელი "იაჰვე", იგივე "იეჰოვა" (რომელი იგი არს). მაგრამ რას ნიშნავს იგი და როგორ გავიგოთ, რომ
ღმერთს "სახელი" აქვს? ეგზეგეტთა განმარტებით, სიტყვა იაჰვე ნაწარმოებია ზმნა "ხაია"-ს (ყოფნა, მყოფობა, არსებობა) არქაული ფორმიდან. ეს ღმერთის რაობის განსაზღვრება კი არ არის, არამედ ერთგვარი მითითებაა, რომელიც მომავალს ეხება.
ღმერთი თითქოსდა ასე ეუბნება მოსეს: "მე ვარ მყოფი თქვენს სამყოფელში", ან კიდევ: "სადაც თქვენ იქნებით, "მე იქ ვარ" (შეადარეთ ქრისტეს სახელს "ემმანუელ", რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი", ესაია 7:14; 8:8, მათე 1:23).

ამ მიმართებით მეტად საყურადღებოა ნეტარი თეოფილაქტეს განმარტება: "საღმრთო წერილი სახელებს აძლევს საქმის მიხედვით. წმ. იოანე დამასკელის განმარტებით, "ყოველი სახელის ანიშნულებაა აღსანიშნი საგნის არსს გამოხატავდეს. ხოლო ღმერთი, რაკიღა ის მიუწვდომელია, უსათუოდ უსახელოც უნდა იყოს, რადგან არ ვიცით მისი ჭეშმარიტი არსება, ამიტომაც ნურც ამ სახელის ძიებას დავიწყებთ... ამასთან, თუკი ცოდნა, ზოგადად, ყოველივე იმას განეკუთვნება, რაც არსებობს, მაშინ როგორღა იქნება შესაძლებელი შემეცნება და ცოდნა იმისა, ვინც ყოველივე არსებულზე აღმატებულია?!... რადგანაც ღმერთი მიუწვდომელია (ადამიანის გონებისთვის), ამდენად ის უსახელოცაა" (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი I, თ. მე-12).

ქრისტიანულ რელიგიაში ღმერთი რომ ბევრი იყოს მაშინ დასჭირდებოდა მას სახელი იმისათვის რომ სხვა ღმერთებისგან გამოგვერჩია, მაგრამ ვინაიდან ღმერთი ერთია მაშინ აღაა საჭირო მისთვის რაიმე კონკრეტული სახელის დარქმევა.

0
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0