საზოგადოება სად არის პუტინი? - მოსკოვის კონფერენციაზე პუტინის ორეული ამოიცნეს 2019, 8 თებერვალი, 14:12 პუტინის ორეულმა ვერ შეეძლო შენიღბვა შეკრებილი საზოგადოების წინაშე. ორეული ამოიცნეს, არა მარტო გარეგნობით, არამედ, სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია გაიმართა მოსკოვში მუსიკის სახლში. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, მაგრამ ასე არ მოხდა. სახელმწიფოს მეთაურის ნაცვლად, საზოგადოების წინაშე ორეული გამოჩნდა. დამკვირვებლებს ბევრი დრო არ დსჭირდათ, რომ გაერჩიათ განსხვავება. დაუყოვნებლივ დასვეს შემდეგი კითხვა: "სად არის ჩვენი პუტინი?" ორეული არ მარტო არ გავდა პუტინს, არამედ, სრულიად განსხვავებულად საუბრობდა. საუბრისას აკეთებდა პაუზებს, როგორც პუტინი, მაგრამ ცუდად გამოსდიოდა. ბარიტონი უფრო რბილია და ხმაშიც დამაჯერებლობა აკლია. შედარებისას ჩანს, რომ თვალის ჭრილი ვიწროა, ქუთუთოები თითქმის უხილავია, ასევე, სხვადასხვაა ცხვირის ფორმა. ორეული გავს ცვილის ფიგურა წარუმატებელი პლასტიკური სახით. ზოგიერთი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, მეუღლესთან ალინა კაბაევასთან და ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე შვეიცარიაში გაატაროს. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ პუტინი ემზადება მომავალი საბჭოსთვის, რომელიც 14 თებერვალს სოჭში გაიმართება სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან. დღის წესრიგში იქნება სირიის საკითხი და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავალის ძებნა. არსებობს მესამე თვალსაზრისიც, რომ პუტინი დიდი ხნის წინ შეიცვალა და ახლა უფრო მკაცრი მენეჯერი განაგებს რუსეთს, ვიდრე ადრე. მისი ადგილსამყოფელის საკითხი ღიაა და პრაქტიკულად დაუსაბუთებელია. მაგრამ ის ფაქტია, რომ ნამდვილად პუტინის ორეული იმყოფებოდა მოსკოვში პრესკონფერენციაზე. 2776 შეფასება არ არის
|