x
image
Yoona
Mediator image
10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს
ჩვეულებრივ, სიტყვა „ღარიბი“ ფინანსური არასტაბილურობის აღსაწერად გამოიყენება და ადამიანის ფულის სტატუსს უკავშირდება. მაგრამ მას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული ფინანსების მქონე ადამიანებს ვიწრო აზროვნება აქვს, ამიტომ, ძირითადად, ისინი ღარიბებად რჩებიან.

ღარიბის აზროვნება

image

რა თქმა უნდა, ყველა წესს გამონაკლისი აქვს, მაგრამ ჩვენ უმრავლესობაზე ვისაუბრებთ. ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად აზროვნება უნდა შეცვალოთ და სამყაროს სხვა თვალით უნდა შეხედოთ.


არსებობს ზოგიერთი რამ, რომლებიც მხოლოდ ღარიბებს ახასიათებთ. მაშინ როცა მდიდარი და წარმატებული ადამიანები ამას გაურბიან.


შესაძლოა, წარმატების საიდუმლოს სწორედ ეს წარმოადგენს. ნახეთ, შემდეგი 10 პუნქტი თქვენ გეხებათ თუ არა, თუ თქვენ წარმატებული ადამიანივით ფიქრობთ?



აი, რას აკეთებენ ღარიბები:



1.ისინი მხოლოდ პრობლემას ხედავენ და არა მათ გადაწყვეტილებას

image

პრობლემები ყოველთვის და ყველგან ჩნდება. მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ღარიბი ყურადღებას პრობლემაზე ამახვილებს და არა მის გადაწყვეტილებაზე.


ისინი თავს მსხვერპლის როლში ასაღებენ. მაგალითად, ავარიაში მოხვედრისას ღარიბი ადამიანი შემდეგი სამი დღე ავარიის განხილვაში გაატარებს, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველა დეტალს აღწერს. ხოლო წარმატებული ადამიანი დაუყონებლივ სადაზღვევო კომპანიას დაურეკავს, ავტომობილის შეკეთებაზე ზრუნვას დაიწყებს. მას პრობლემის სწრაფად გადაჭრა და დავიწყება სურს.


ღარიბი ადამიანი მუდმივად წუწუნებს, რომ სამსახური არ მოსწონს. პრობლემას განიხილავს, მაგრამ მის გადაჭრაზე არ ზრუნავს. წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანს ამ საკითხთან თავისებური მიდგომა აქვს. ის სხვა ვარიანტების ძებნას იწყებს, ცდილობს ყველაფერი არა სიტყვით, არამედ საქმით შეცვალოს.


გახსოვდეთ, რომ თქვენ წარსულის შეცვლა არა, მაგრამ აწმყოს და მომავლის შეცვლა ნამდვილად შეგიძლიათ. ასე რომ იმოქმედეთ და პრობლემის გადაჭრაზე იფიქრეთ.



2.ხშირად, ღარიბ ადამიანს ბევრი რჩევა აქვს, მაგრამ საკუთარ გამოცდილებას სხვებს არ უზიარებს

image

ხშირად შეიძლება გაიგონოთ, თუ ადამიანი რჩევებს როგორ იძლევა, როცა თავად ბევრი პრობლემა აქვს და მისი ცხოვრება იდელაურიდან შორსაა.


სავარაუდოდ, გქონიათ შემთხვევა, როცა უმუშევარი ბიჭი რჩევას აძლევს მას, ვისაც სამსახურთან დაკავშირებით იგივე პრობლემა აქვს. ან ხშირად ხდება სიტუაცია, როცა გოგონა, რომელსაც ურთიერთობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა აქვს, გათხოვილ დაქალებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ მოიქცნენ.


ღარიბი და არა მოტივირებული ადამიანები, რომელთაც ვერაფერს მიაღწიეს და არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, სხვა ადამიანების მოტივირებას და რჩევების გაცემას ვერ შეძლებენ.


მიუხედავად ამისა, სწორედ ნაკლებად წარმატებული ადამიანები მარჯვნივ და მარცხნივ რჩევებს გასცემენ. შესაძლოა, როცა ადამიანი საკუთარი გამოცდილებიდან არ საუბრობს, ეს უბრალოდ მისი სურვილია სხვის თვალში ავტორიტეტული და წარმატებული გამოჩნდეს.



3.ისინი კარგავენ ფულს, რომელიც არ გააჩნიათ

image

ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ბიუჯეტი აქვს, ანუ გარკვეული თანხა, რომლის დახარჯვაც შეუძლია. ხარჯების სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია: ეს აუცილებელი მომენტია, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.


ხშირ შემთხვევაში ღარიბი ადამიანი ფულს კარგავს, რომელიც ჯერ კიდევ არ მიუღია. ამასთან დიდ ვალს იღებენ.


მაგ., არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მთელ თანხას მანამ ხარჯავენ, სანამ ხელფასს მიიღებენ. ასეთი ადამიანები მეგობრებისა და თანამშრომლებისგან ფულს სესხულობენ, რაღაც არასაჭირო ნივთს ყიდულობენ, მაგ., ძვირფას ტანსაცმელს.


სიმდიდრე არის ქონება, რომელიც დაგროვებით მიიღწევა და არა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით. ზოგიერთი არც თუ ისე უზრუნველყოფილი ადამიანი ფულს ისე ხარჯავს, თითქოსდა ხვალ მილიარდერი გახდებიან და ყველა ფინანსური პრობლემას ერთ წამში მოიშორებენ.


რთულია იმ ადამიანის გაგება, რომელიც ფულს უკანასკნელი მოდელის გაჯეტზე ხარჯავს, ამასთან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და კომუნალური მომსახურების ვალები აქვს.


4.ორიენტირებულნი არიან იმაზე, თუ რის ყიდვას შეძლებენ და არა იმაზე, თუ რამდენად პროფესიონალები არიან

image

ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანი ბიზნეს იწყებს ან მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე არის კონცენტრირებული. ამას ძვირადღირებული ნივთის შესაძენად აკეთებენ და არა იმიტომ, რომ სურთ საუკეთესოები გახდნენ.


ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანისგან შეიძლება მოისმინოთ: „დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ერთხელ მილიონერი გავხდები“ ან „მე ძვირადღირებული მანქანა მექნება“. ყველა ეს ფრაზა უგუნუროობა და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეიძლება ნამდვილად მოხდეს.


როგორც წესი, რეალობა ისეთია, რომ ძვირადღირებული მანქანის ფლობა ან მილიონის ქონა - არა მიზანი, არამედ ფანტაზიაა. ამის ნაცვლად საკუთარ თვისებებზე, ნიჭსა და უნარზე უნდა დაფიქრდეთ, რომლებიც ამ მიზნებამდე მიგიყვანთ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ეს სწორედ ისაა, რისი გაკეთებაც ღარიბმა ადამიანმა უნდა ისწავლოს.


შემდეგში როცა გეტყვიან: „მე მილიონერი გავხდები“ კითხეთ: „როგორ აპირებთ სასურველის მიღწევას?“ ხშირ შემთხვევაში პასუხი ასეთი იქნება: „საკუთარ ბიზნესს გავხსნი“ „ჩემი ბრენდის ორგანიზებით“ ან რაღაც ამდაგვარს.


სწორი პასუხი იქნება იმას, რომ გაქვთ სურვილი უკეთესი გახდეთ. გახდეთ საკუთარი საქმის პროფესიონალი: საუკეთესო დიზაინერი, გამყიდველი ან საუკეთესო რესტორნის მფლობელი.



5.მათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი ახარებთ და არა მუშაობა

image

ხშირად ოფისში მომუშავე ადამიანი (9:00-დან 18:00-მდე) მოულოდნელად საძულველი სამსახურიდან წასვლად გადაწყვეტს. ის გრაფიკზე წუწუნებს და თუ კითხავთ, ასე რატომ მოიქცა, გიპასუხებთ: „სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი და ოჯახისთვის უფრო მეტი დროის დათმობა მჭირდება“.


სავარაუდოდ, ეს სამსახურიდან წამოსვლის და საკუთარი საქმის წამოწყების ყველაზე სულელური მიზეზია.


რატომ? საკუთარი ბიზნესი ადამიანს უფრო მეტ დროს ართმევს, ვიდრე ოფისში მუშაობა. თუ საკუთარი საქმის დაწყებას აპირებთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ოჯახისა და მეგობრებისთვის უფრო ნაკლები დრო გექნებათ.


ამავე მიზეზით ბევრი ადამიანი საძულველ სამსახურს არ ტოვებს. დამეთახნმეთ, უფრო მარტივია სამსახურზე იწუწუნოთ და უფროსი დაადანაშაულოთ დაბალ ხელფასში, დიდხანს მუშაობაზე, ვიდრე საკუთარი საქმის დასაწყებად პასუხისმგებლობა აიღოთ.



6.მათ ყოველთვის აქვთ გამართლება იმის შესახებ, თუ ჯერ კიდევ რატომ არ გააკეთეს რაღაც

image

მოვიყვანოთ მაგალითი: გოგონა, რომელიც კონკრეტულ კომპანიასი მუშაობით კმაყოფილი არაა და წუწუნებს, რომ დაიღალა. მეგობრების შეკითხვაზე, თუ სამსახურის რატომ არ ცვლის ან სხვა ვარიანტების შემოთავაზების დროს, მათ უარით ისტუმრებს და ამისთვის ათას მიზეზს იგონებს.


უმოქმედების გასამართლებლად ყოველთვის ათასი მიზეზი გვაქვს: სამსახურში ძალიან დაიღალა, რომ ახალი სამსახურის მოძებნა დაიწყოს, ძალა და დრო არ აქვს, რომ გასაუბრებაზე წავიდეს და მიიღოს სამსახური, რომელიც ახლანდელზე ბევრად უკეთესია.


ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანი უმოქმედებოს ასახსნელად ბევრ არგუმენტს პოულობს, რომ ოცნებების ასასრულებად, იდეების ან პროექტების გასახორციელბლად ხელი არ გაანძრიოს.


წარმატებულ ადამიანს ასეთი გასამართლებელი მიზეზები არ აქვს. ის ყოველთვის ჯიუტად წინ მიიიწევს, რომ სასურველს მიაღწიოს.


დიახ, თქვენ შეიძლება მილიონერი სხვასთან მუშაობითაც გახდეთ. ეს მარტივი არა, მაგრამ შესაძლებელია. ასე რომ, უმოქმედების გამართლება (განათლების არ არსებობა, ბავშვის ყოლა ან დროის უქონლობა) ეს სწორედ ისაა, რასაც ღარიბი ადამიანი აკეთებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ სურთ, სხვებმა შეიცოდონ.


7.მათ „გენიალური“ იდეები აქვთ, მაგრამ ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებენ

image

წარმატებული ადამიანის გამოცდილების მოსმენის შემდეგ, ღარიბ ადამიანს თავში შესანიშნავი იდეები მოდის, რომლის გაზიარების სურვილიც უჩნდება და ელოდება, რომ ვინმე მის იდეას შეაქებს.


შესაძლოა, ღარიბს იდეის გამოცხადებით მხარდაჭერის და თანამშრომლობის მოპოვება სურს. თუმცა, რატომ უნდა ითანამშრომლოს ვინმემ იმასთან, ვისაც მუდმივად რაღაცის ეშინია?


თუ კარგი იდეა გაქვთ, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა არ გსურთ, რომ ოცნებები აისრულოთ, მაშინ კვლავ ღარიბად დარჩებით. თქვენს ნაცვლად ოცნებას არავინ აასრულებს. ხოლო ამინდის ცვლილებას შეიძლება სიბერემდე ელოდოთ.


წარმატებული ადმიანი მთელ ძალისხმევას იყენებს, რომ ჩანაფიქრი აასრულოს. ისინი ენერგიით იმუხტებიან და ყველა საინტერესო ადამიანს იზიდავენ, რომელთაც მსგავსი შეხედულება, იდეა და სურვილი აქვთ.


ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანი საქმეს არასდროს იწყებს, რადგან მარტოს წარუმატებლობის განცდა არ სურს.



8.ირგვლივ სულელი ადამიანები ჰყავთ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ

image

ოდესმე დაფიქრებულხართ, ღარიბი ადამიანი ირგვლივ ღარიბებს რატომ იკრებს? ამას მარტივი ახსნა აქვს. პირველ რიგში, ღარიბ ადამიანებს მსგავსი აზროვნება აქვთ, ამიტომ სიამოვნებთ იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც ისე იქცევა და ფიქრობს, როგორც თავად.


ეს ნაკლებ სტრესს გიქმნით. გვერდით სულელეი ადამიანების ყოფნა ღრმა და სერიოზულ საკითხებზე ფიქრს არ გაიძულებთ. მათთან მოდუნებული ხართ.


მეორე მიზეზი იმასი მდგომარეობს, რომ თქვენ კომფორტის ზონიდან არ გამოდიხართ. ასე კმაყოფილების ყალბ დონეს ღებულობთ.



9.თვლიან, რომ სხვები უნდა დაეხმარონ

image

ნაკლებად უზრუნველი ადამიანები თვლიან, რომ ყველა მათი ვალდებულია. განსაკუთრებით ისინი, ვინც მდიდარი და წარმატებულია. საქმე იმაშია, რომ ღარიბი ადამიანი ფიქრობს, რომ სწორედ სიღარიბის გამო მათ უფრო მეტი უფლება აქვთ.


ღარიბი იმის ნაცვლად, რომ ფულის გამომუშავებაზე, ან მიზნების მიღწევაზე იზრუნოს, იმაზეა კონცენტრირებული, თუ ვინ რით არის მისი ვალდებული.


ეს ღარიბი ადამიანის ტიპიური მენტალიტეტია, რომელიც მის სიზარმაცეს კვებავს. ღარიბი ადამიანი ზარმაცია, მაგრამ სჯერა, რომ წარუმატებლობაში გარემოება, გარშემომყოფი ადამიანები და საერთოდ ყველა და ყველაფერია დამნაშავეა, მის გარდა.



10.ისინი რჩევებს ითხოვენ, მაგრამ მათ არასდროს უსმენენ

image

და ბოლოს, ვიწრო აზროვნების ადამიანი სხვის რჩევას არასდროს ითვალისწინებს მაშინაც კი, თუ თავად ითხოვა რჩევა.


წარმატებული, პირიქით, უყურებს, აკვირდება, სწავლობს, როგორც სხვის, ასევე საკუთარ შეცდომებზე. ისინი სრულყოფილები ხდებიან, ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ, გონიერ რჩევებს ითვალისწინებენ.


ზემოთ მოცემულ პუნქტებში საკუთარი თავი დაინახეთ? შესაძლოა, სწორედ ეს გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში.




ასევე დაგაინტერესებთ:

5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან


რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის


როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა


მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია


პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2050
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0