რელიგია რომის პაპმა აღიარა, რომ კათოლიკე მღვდლები გამუდმებით აუპატიურებდნენ მონაზვნებს და მონებივით ექცეოდნენ მათ 2019, 7 თებერვალი, 14:43 რომის პაპმა ფრანცისკმა ერთ-ერთი პრესკონფერენციაზე გააკეთა აღიარებითი განცხადება, რომ კათოლიკე მღვდლები გამუდმებით აუპატიურებდნენ მონაზვნებს. ცნობილი გახდა ასევე შემთხვევები, როცა ქალებს სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ. ინფორმაცია BBC News-მა გაავრცელა.
პონტიფიკის განცხადებით, პრობლემა ჯერაც არაა აღმოფხვრილი და ის დღემდე არსებობს. მანვე თქვა, რომ მისმა წინაპარმა პაპის ტახტზე ბენედიქტ XVI -მ დახურა ერთ-ერთი სამონაზვნო კონგრეგაცია იმის გამო, რომ იქ მცხოვრები მონაზვნები რეგულარულად განიცდიდნენ სექსუალურ ძალადობას. "-რომის პაპს ბენედიქტს ეყო გამბედაობა ფაქტი სააშკარაოზე გამოეტანა და დაეხურა ქალთა მონასტერი, რომელიც მისი მკვიდრებისთვის სექსუალური მონობის ადგილად იქცა", -აღნიშნა ფრანცისკმა. "-ინციდენტი მოხდა წმინდა ჟანას ეკლესიაში, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს და რომელიც გაუქმებული იქნა რამდენიმე წლის წინ"- განუცხადა CBS News -ის ჟურნალისტებს ვატიკანის პრეს-მდივანმა ალესანდრო ჟიზოტიმ. რომის პაპის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეკლესიის პირველ ოფიციალურ აღიარებას კათოლიკე მღვდლების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობის განხორციელებისა. რომის პაპის განმარტებით, ვატიკანი ცდილობს აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში მას ადგილი დღესაც აქვს. პონტიფიკმა აასევე განაცხადა, რომ ეკლესიაში არსებული აღნიშნული ხასიათის პრობლემა შედეგია საზოგადოებაში ქალების მიმართ ზოგადად არსებული დამოკიდებულებისა და რომ ისინი დღემდე ითვლებიან "მეორეხარისხოვან ადამიანებად". რომის პაპმა დიდი წუხილი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მონაზვნებს აუპატიურებდნენ არამარტო რიგითი მღვდლები, არამედ ეპისკოპოსებიც. თუმც ამავე დროს მანვე აღნიშნა, რომ ლაპარაკია მხოლოდ ერთეულ ეკლესიებზე და ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. 575 8-ს მოსწონს
|