სხვა 30 წლის კაცი, რომლის სიკვდილმაც 140-მილიონიანი ქონება სრულიად ხელმიუწვდომელი გახადა 2019, 7 თებერვალი, 11:08 ციფრული ვალუტების უდიდესი კანადური გამცვლელი პლატფორმის, „კვადრიგას“ მფლობელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პლატფორმაზე არსებული მილიონობით დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა მიუწვდომელი გახდა. 30 წლის ჯერალდ კოტენი დეკემბერში გარდაიცვალა. ის ერთადერთი პირი იყო, ვისაც პლატფორმაზე არსებულ ციფრული ვალუტების რეზერვებზე მიუწვდებოდა ხელი. მათი ღირებულება 180 მილიონ კანადურ დოლარს აღწევს, რაც დაახლოებით 137 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. 221 1-ს მოსწონს
|